• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინა ივანიშვილი შეცდა” – დავით ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:42 10-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,816

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას, განაცხადა:

„ვვარაუდობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ერთსულოვანი არ იქნება, ამაში, თითქმის, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება იმას, 6/3-ზე იქნება, 7/2-ზე თუ 5/4-ზე ანუ გადაწყვეტილება იქნება თუ ვერ იქნება მიღებული, ამაზე მსჯელობას ვერ დავიწყებ – არ ვიცი. ჩემი პასუხია, ერთადერთი სწორი, უტყუარი პასუხი – არ ვიცი. ისეთი პროცესის წამოწყება, რომელსაც პერსპექტივა, პრაქტიკულად, არ აქვს, მაინცდამაინც დიდ პოლიტიკურ გამჭრიახობაზე არ მეტყველებს. ამ თვალსაზრისით, მისი სამართლებრივი ნაწილი ანუ საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებული შედეგები, თუ მისი პოლიტიკური ნაწილი, პარლამენტში კენჭისყრა, რომელიმე ნამდვილად იქნება ისეთი, რაც დღევანდელი ხელისუფლებისთვის წამგებიანი აღმოჩნდება. არ ველოდები 100 ხმას პარლამენტში. ბიძინა ივანიშვილის ვეზირების – ირაკლი 1-ის, ირაკლი 2-ის ქმედებებში რაიმე ინტელექტის დანახვა, სულ უფრო და უფრო ჭირს. რატომ დააწიოკეს მთელი ქვეყანა რუსული კანონით, როცა იძულებულები იყვნენ უკან წაეღოთ? ხომ გასაგები იყო? და თუ მათთვის გასაგები არ იყო, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ იქნებოდა მასობრივი პროტესტი, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ამ ქვეყანაზე, 9 აპრილზე, 20 ივნისზე, 7 ნოემბერზე. რამდენი რამ ჰქონდათ ისეთი, რომელიც წამოიწყეს, შემდეგ უკან წაიღეს, საკუთარი შემადგენლობიდან გამოყვეს ხალხი, დაარქვეს „ხალხის ძალა“ და უძლურება დაადასტურა ამ ხალხმა. ახლა პეტიციას აგროვებს ხალხი, თურმე 78-ე მუხლი კონსტიტუციაში ეზედმეტება. ეს ყველაფერი ერთად აღებული ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო და უფრო აღრმავებს მისი მომხრეების ბარბარიზაციას, ორ ფერში ხედავს ამ პოლიტიკას. ყველა ვინც „ქოცი“ არ არის, არის „ნაცი“. ისეთი მოსამართლეებიც ხომ იქნებიან, რომლებიც არ დაუჭერენ მხარს, ამის მოლოდინი მათაც აქვთ და წინასწარ არის შეტევა, დაღდასმული, რომ ისინიც „ნაცები“ არიან. არ ვიცი, რომელი ქალი თუ კაცი აღმოჩნდება „ნაცი“.

მე არ ველოდები პრეზიდენტის იმპიჩმენტს, პრეზიდენტი ნამდვილად არ არის მშიშარა ადამიანი. ის, რომ ქართველ ხალხს სალომე ზურაბიშვილი არ აურჩევია, ეს ჩვენ გვახსოვს. მეორე ტურში მას სახე წართვა კობახიძემ და ივანიშვილმა. გვახსოვს ბილბორდები, სადაც სახელი და გვარი ეწერა სალომე ზურაბიშვილის, მაგრამ სახე იყო კობახიძისა თუ ივანიშვილის. გვერჩივნა, მათ შორის ოპონენტებსაც, ესთეტიკის თვალსაზრისითაც, სალომე ზურაბიშვილის სახე დაგვენახა, ვიდრე მათი, ვინც იყო გამოსახული. მე არ ვვარაუდობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ელექტორალური წარმატება მოიპოვა მისი, ამ ბოლო 1.5 წლის ასეთი აქტიურობით, მაგრამ მან მის მიმართ კეთილგანწყობა რომ გააჩინა იმ ადამიანებში, რომლებმაც არ მისცეს თავის დროზე ხმა და გულისწყრომა გააჩინა „ქართული ოცნების“ შეკვეთის შემსრულებლებში, აშკარაა. გავიხსენოთ გიორგი მარგველაშვილი, ისიც ბიძინა ივანიშვილის შერჩეული კანდიდატი იყო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, გიორგი მარგველაშვილმა ადრეულ სტადიაზე გადაწყვიტა ივანიშვილისგან დისტანცირება. ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია საკუთარი შეცდომის დანახვა, მან მარგველაშვილზე თქვა, ის შეცდომა კი არა კურიოზიაო. ის, რაზეც თვლის, რომ არ გამოუვიდა, დაარქვა კურიოზი. ალბათ, ახლა სალომე ზურაბიშვილიც კურიოზია ან რაღაც მსგავსი. ბიძინა ივანიშვილი მცდარად ვარაუდობდა, რომ მარგველაშვილი იქნებოდა პლასტილინი, სალომე ზურაბიშვილი კი სრულად მართული. არც გიორგი აღმოჩნდა პლასტელინი და არც სალომე ჯიბის პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი ბოლო ხანებში უფრო ცდილობს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას, ამიტომ მისი გადაყენება და ვიღაცა ხელის ბიჭის დანიშვნა პოლიტიკურად არ ივარგებს. წმინდა პრაგმატულად ქვეყნისთვის შიგნით და გარეთ, სჯობს პრეზიდენტი იყოს სალომე ზურაბიშვილი. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, ჩვენ სალომეს ვგულშემატკივრობთ. ასევე, მე სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, ამ სრულიად გაუგებარ, აუხსნელ გადაწყვეტილებას, რომ ფარცხალაძე ჯერ კიდევ რჩება ქვეყნის მოქალაქე, დაუსვას წერტილი. ამით სალომე ზურაბიშვილი აიცილებდა იმ ბრალდებებს, რომ „ის ყველას უპირისპირდება, ბიძინა ივანიშვილის გარდა“.

 

თეგები: დავით ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved