• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიძა სექსუალურად ავიწროებდა, დეიდა სცემდა, მისი შეყვარებული დაჭრეს – 15 წლის გოგოს საზარელი ისტორია

ალია ავტორი - ალია
21:00 03-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

დააკავეს კაცი, რომელიც მეუღლის 15 წლის დისშვილის სექსუალურად ავიწროებდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “აჭარათაიმსი” ავრცელებს. გამოცემას ანონიმური წყარო უყვება, რომ კაცს 15 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა.

“კაცი მეუღლის დისშვილთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. ავიწროებდა მუდმივად, რის გამოც გოგო სახლიდან ხშირად გარბოდა, მათ შორის სცადა თვითმკვლელობაც. ძალადობის მსხვერპლმა მოზარდმა სექსუალური შევიწროების ფაქტი დეიდას უამბო, რომელიც გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა. დეიდა არასრულწლოვანს ტყუილსა და ფაქტის გაზვიადებაში ადანაშაულებდა. გოგო ცემის შემდეგ გაიქცა სახლიდან და პოლიციაში უჩივლა.

ვიდრე პოლიცია რეაგირებას მოახდენდა 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ შეყვარებულსაც უამბო, ამ უკანასკნელმა კი სექსუალურად მოძალადე კაცთან გასაუბრება სცადა, რაც გოგოს შეყვარებულის დაჭრით დასრულდა. მოგვიანებით ცოლ-ქმარი პოლიციამ დააკავა, თუმცა ქალი გირაოს სანაცვლოდ მალევე გათავისუფლეს,” – განაცხადა ანონიმურმა წყარომ გამოცემასთან.

მან ასევე აღნიშნა, რომ არასრულწლოვანზე ახლა ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს. ბრალდებულების ოჯახის წევრები არასრულწლოვანს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებენ. 15 წლის გოგოს დედა ემიგრაციაშია, შვილი კი მის დასთან ჰყავს დატოვებული.

“გოგოზე ზეწოლა მიმდინარეობს და რას ათქმევინებენ არავინ იცის. ალბათ დააშინებენ. ამ ამბავს არ ახმაურებენ და პოლიციაც მალავს. ამ კაცს პოლიციაშიც ახლობლები ჰყავს და ალბათ დაეხმარებიან. საქმე გვაქვს პედოფილიასთან, რაც ასე გაუხმაურებლად არ უნდა დარჩეს. იმედი მაქვს უყურადღებოდ არ დაგვტოვებთ,” – თქვა წყარომ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პირი დაკავებულია, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს. კაცის მეუღლეზე კი, [არასრულწლოვანის დეიდა] გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ქალი ამ ეტაპზე გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved