• რეკლამა
  • კონტაქტი
11:31, პარასკევი, 1 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბევრისგან გავიგე, ადამიანი მეორე აცრიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გულით გარდაიცვალაო, დამთხვევაა?” – რას პასუხობს იმნაძე ჟურნალისტის ამ კითხვას?

ალია ავტორი - ალია
20:04 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

დაავადებულთა რაოდენობა­ დღეში 6-5 ათასი ახალი შემთხვევიდან 4 ათას შემთხვევამდე შემცირდა, რაც დამაიმედებელია და, იმედია, ეს ტენდენცია გაგრძელდება.


გარდაცვალების პიკი დგება­ “კოვიდის” გავრცელების პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ… თუ ახლა ყოველდღიური­ შემთ­ხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად­ შემცირდება, 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება­ გარდაცვლილთა რაოდენობაც. სექტემბრის ბოლოსთვის, ალბათ, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი ათასის ფარგლებში უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ პირბადეების გამოყენების მაღალი მაჩვენებელი არ გვაქვს, თითქმის ერთადერთი, რამაც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებაზე იმოქმედა, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. თბილისშიც აშკარაა კლება და აჭარაშიც. სხვაგან, სამწუხაროდ, ჯერ – არა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ტრანსპორტის შეჩერებამ შედეგი გამოიღო იქ, სადაც მაღალი იყო მობილობა.

შარშან მთელი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს – 13. ეს დელტა შტამის “დამსახურებაა”, რომელიც, სამწუხაროდ, ორსულების მიმართ გაცილებით აგრესიული აღმოჩნდა. ის თითქმის წითელასავით გადამდებია. თავიდან მხოლოდ მაღალი რისკის ორსულებს, მაგალითად, ექიმებსა და ექთანებს ურჩევდნენ აცრას, ახლა კი ყველა ორსულს ემუქრება საფრთხე, ამიტომ ისინი აუცილებლად უნდა აიცრან.

აცრა რეკომენდებულია ორსულობის მეათე კვირიდან. სამწუხაროდ, გვაქვს ჩვილების გარდაცვალების ფაქტებიც, ერთეული, მაგრამ მაინც… გახშირდა მოზრდილთა (23, 40, 33 წლის) გარდაცვალებაც, თუმცა, ძირითადად, ისევ ხანდაზმულთა სიკვდილიანობის შემთხვევები გვაქვს.


როცა 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაღალი მაჩვენებელი გაქვს, რა თქმა უნდა, მაღალი გექნება სიკვდილიანობაც. არის ქვეყნები, რომელთა ავადობა ჩვენსას არ ჩამოუვარდება, მაგრამ იქ სიკვდილიანობა აღარ არის, იმიტომ, რომ აცრილები­ არიან. ბოლო კვლევით, აცრილ საზოგადოებაში 5-ჯერ ნაკლები შანსი გაქვს, დაგემართოს “კოვიდი” და 30-ჯერ ნაკლები საფრთხე, რომ მოხვდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

საქართველოში ორჯერ ინფიცირების რამდენიმე ათეული ფაქტი გვაქვს. სამჯერ ინფიცირების შემთხვევა არ გვქონია. ამბობენ, რომ მსოფლიოში იყო სამჯერ ინფიცირების ფაქტი, თუმცა ეს ჯერ ლაბო­რატორიულად დადასტურებული არ არის.


– აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი­ რამდენი პროცენტია?

– სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე არაფერია აბსოლუტური, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. თუ 30-ჯერ ნაკლებია საფრთხე, რომ აცრილი მოხვდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ამაზე ნაკლებია გარდაცვალების საშიშროება. ორჯერ აცრილი და დაავადებული 1000 ადამიანიდან შეიძლება ერთი გარდაიცვალოს.–



– ბევრისგან გავიგე, ადამიანი მეორე აცრიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გულით გარდაიცვალაო. ეს დამთხვევაა?

– გულით გარდაცვალება საქარ­თველოში პირველ ადგილზეა. ახ­ლა, სამწუხაროდ, მას “კოვიდით” გარდაცვალებამ გადაუს­წრო, თუმცა იმის თქმა, რომ ადამიანი აიცრა და ერთი კვირის შემდეგ აგური დაეცა, არასწორია. სტატისტიკის მიხედვით, პირველ ადგილზე­ ყოველთვის იყო გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევები, მეორეზე – ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვალება, მაგრამ კორონავირუსმა ორივეს გადაასწრო. ბოლო წლებში ყოველწლიურად დაახლოებით 46 ათასი ადამიანი იღუპებოდა, გასულ წელს კი 50 ათასზე მეტი გარდაიცვალა. “კოვიდის” არსებობის განმავლობაში ამ ვირუსით სულ 7000 ადამიანია გარდაცვლილი.

თქვენ გგონიათ, ანტივაქსერობა მხოლოდ ის არის, რომ ვიღაცას ასე სჯერა? ბევრი მათგანი სხვა ქვეყნებიდან იმართება.­ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. გამოქვეყნებულია კვლევები, თუ როგორ ცდილობს­ ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახური ანტივაქსერებით საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდებას. სამწუხაროდ, ანტივაქსერების ანკესზე ეგება ბევრი ადამიანი, ვისაც სათანადო ცოდნა არ გააჩნია. ამიტომ მნიშვნელოვანია მედიის დახმარება, საზოგადოების ინფორმირება. მიუხედავად ანტივაქსერების ისტერიკისა, მილიონამდე ადამიანი აიცრა. თუ დააკვირდებით, როცა წერენ, მეზობლის ბიძაშვილის ქვისლის ახლობლის მამიდაშვილი ორჯერ აიცრა და გარდაიცვალაო, არასდროს ამბობენ, კონკრეტულად ვინ იყო ეს ადამიანი. სულ ვთხოვ, მომეცით მონაცემები, ვინ გარდაიცვალა-მეთქი – ჩვენ ხომ სრული ბაზა გვაქვს აცრილებისაც, გარდაცვლილებისაც – მაგრამ ვერ მეუბნებიან… სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული­ ვართ შესაძლებლობას, რომ ასეთებს მედიაში ვუპასუხოთ.


ყველაზე გახმაურებული შემთხვევას გეტყვით… ყველა იცნობდა ვაჟა ოთარაშვილს. ჩემს თავს იმიტომ ვაძლევ მასზე­ საუბრის უფლებას, რომ მისმა შვილმა დაწერა, როგორ მოუგონეს ამ ადამიანს, თითქოს ორჯერ აცრილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის არ იყო ორჯერ აცრილი, იმიტომ, რომ კორონავირუსი მეორე აცრიდან რამდენიმე დღეში დაემართა, ანუ ვაქცინა ჯერ სრულყოფილად ვერ იმოქმედებდა. ამას შვილი ამბობს. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვერ ვპასუხობთ, არ გვაქვს პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების უფლება. იმის უფლებაც არ გვაქვს, ვთქვათ, იყო თუ არა აცრილი, ჰქონდა კორონავირუსი თუ არა, ან რით გარდაიცვალა.

თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსებულ ავტობუსებში აცრა ნებისმიერ ადამიანს წინასწარი ჩაწერის გარეშე შეეძლება. ისინი ადგილზე გაივლიან ყველა იმ პროცედურას, რაც სამედიცინო დაწესებულებაში პროტოკოლით არის გათვალისწინებული. ამ დროისთვის სამი ავტობუსი გლდანში, ვარკეთილსა და სადგურის მოედანზეა განლაგებული. ავტობუსშია განთავსებული ყველა სამედიცინო აღჭურვილობა, რაც პირველადი დახმარებისთვის არის საჭირო.

წყარო – კვირის პალიტრა

თეგები: პაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  სრულად განთავსდა
ახალი ამბები

“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სრულად განთავსდა

13:15 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved