ჟურნალისტი ეკა მიშველაძე აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“დედა კარგადააა, დაამარცხა კოვიდი! გამოვიყვანე, აი სულ რამდენიმე წუთის წინ. ბევრი ვინერვიულეთ, ადვილი არ იყო, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად – მისთვისაც და ჩვენთვისაც. მაგრამ, უნდა ვთქვა და აღვნიშნო განსაკუთრებულად ის ყურადღება, უმაღლესი პროფესიონალიზმი, ჰუმანურობა, რომელიც ამ შესანიშნავი კლინიკის TIM -ის ექიმებისგან და მთელი პერსონალისგან მოდიოდა.
განსაკუთრებული მადლობა უშრეტი მოთმინებისთვის, ულევი ყურადღებისთვის და სუპერ პროფესიონალიზმისთვის #ზურა აშვეთიას ! რომელიც დღისა და ღამის ნებისმიერ მომენტში ხაზზე იყო და მზად იყო დახმარებისთვის! სიტყვებით ძნელია ამ მადლიერების გადმოცემა! უდიდესი მადლობა #ლევან ყურაშვილს, ასეთი ყურადღებისა და ზრუნვისთვის! მადლობა ხალხო, რომ დედა ჯანმრთელად დამიბრუნეთ! და რაც მთავარია #აცრაიცავს”
კომენტარები