• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბევრი რამ არ იცით და ამიტომ, გთავაზობთ…” – ცესკოს პასუხი ფადი ასლის

ალია ავტორი - ალია
14:12 11-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას, ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება და წერს:

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად დეზინფორმაციის ავტორი ბიზნესმენი ფადი ასლია, რომლის მოსაზრებებიც სრულიად აცდენილია არსებულ რეალობას. იმისათვის, რომ საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა კი ამომრჩეველი, არ შევიდეს შეცდომაში, გვინდა ვუპასუხოთ ფადი ასლის და განვმარტოთ შემდეგი:
ბატონო ფადი ასლი, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებიდან იკითხება, თქვენთვის აშკარად არ არის ცნობილი კონკრეტულად როგორ და რა სისტემით ჩატარდება ელექტრონული არჩევნები საქართველოში:
პირველ რიგში, არ იცით ის, რომ ქართული სისტემა არ არის დაფუძნებული ინტერნეტის ქსელზე და შესაბამისად კიბერ ჩარევისგან დაცულია;
არ იცით, რომ საქართველოში ყველა ტექნოლოგიური პროცესი ქაღალდის კვალით არის გადამოწმებადი, ტრადიციული მეთოდები, რომელიც თქვენივე სიტყვებით შეუძლებელს ხდის ფართომასშტაბიან მანიპულაციებს, სრულად არის შენარჩუნებული ქაღალდის ბიულეტენების სახით; კანონმდებლობით, არჩევნების საბოლოო შედეგი კი მხოლოდ ხელით დათვლის შემდეგ იქნება დადასტურებული;
არ იცით, რომ ასევე შენარჩუნებულია მარკირების პროცედურა და კენჭისყრის შემდგომ პერიოდში შემთხვევით შერჩეული უბნების გადათვლის პრაქტიკა, რაც დაზღვევის ორმაგ და სამმაგ მექანიზმებს ქმნის;
არ იცით, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას პარტნიორობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ უწევს, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება;
არ იცით, რომ ამერიკულმა კომპანიამ აუდიტი ჩაატარა და დაადასტურა, რომ ტექნოლოგია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტისაა;
არ იცით, რომ ამავე აუდიტის დასკვნაში „წყაროს კოდთან“ დაკავშირებით ნათქვამია შემდეგი: „წყაროს კოდის მიმოხილვის დასრულების შემდეგ, PRO V&V-ს არ აქვს ღია ან გაურკვეველი საკითხები. მოწოდებული საწყისი კოდი დაიწერა ისე, რომ შეესაბამება კოდირების საუკეთესო პრაქტიკას“;
არ იცით, რომ აუდიტის დასკვნის თანახმად ჩვენთან გამოყენებული ელექტრონული საარჩევნო სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრინციპებთან, ადგილობრივ კანონმდებლობასთან, გამოყენებული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს ტექნიკურ სპეციფიკაციებს, მათ შორის, ყველა მოთხოვნას ჩამოთვლილი კომპონენტების ნაწილში:
საყოველთაო ხმის უფლება;
თანაბარი ხმის უფლება;
თავისუფალი ხმის უფლება;
ხმის მიცემის ფარულობა;
მარეგულირებელი და ორგანიზაციული მოთხოვნები;
გამჭვირვალობა და დაკვირვება.
როგორც თქვენი ფეისბუქ სტატუსიდან ჩანს, საქართველოში ჩასატარებელ ელექტრონულ არჩევნებზე თქვენ კიდევ ბევრი რამ არ იცით და შესაბამისად თქვენს აუდიტორიას არასწორ ინფორმაციას აწვდით, რითაც არასწორი აღქმების ჩამოყალიბებასა და საარჩევნო გარემო დაზიანებას უწყობთ ხელს. ამიტომ, გთავაზობთ ჩვენი სასწავლო ვიდეოების და სხვა საინფორმაციო მასალების ბმულებს.
https://cesko.ge/ge/parlamentis-archevnebi-2024-hid
https://game.cec.gov.ge/
მათი გაცნობის შემდეგ, მზად ვართ, სურვილის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით (სოციალური ქსელი, კონტაქტ ჰაბი თუ სხვა) მოგაწოდოთ ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია.
აქვე გაცნობებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, შსს მომსახურების სააგენტოებში და იუსტიციის სახლებში (40-მდე ლოკაციაზე), მეტროსადგურებში (20 ლოკაციაზე), განთავსებულია ახალი ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებითაც ხორციელდება საჯარო დემონსტრაციები და ჩვენი კოლეგები დაინტერესებულ ამომრჩევლებს აწვდიან დეტალურ ინფორმაციას. შესაბამისად, თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიბრძანდეთ ხსენებულ ლოკაციებზე და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია აპარატების გამოყენების შესახებ და ამავდროულად გქონდეთ შესაძლებლობა, თავად გამოცადოთ აპარატები პრაქტიკაში.
არჩევნები საერთო საქმეა და მოგიწოდებთ ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ და დაუზუსტებელ ინფორმაციას, რათა არ დაზიანდეს ეს მაღალი მნიშვნელობის პროცესი.

 

 

„მიზეზები, თუ რატომ არ უნდა ენდოთ ელექტრონულ ხმის მიცემას საქართველოში!“ – ფადი ასლი

თეგები: ფადი ასლიცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved