საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაძე ამბობს, რომ მას არც არგუმენტები და არც კომპეტენცია ჰყოფნის დაასკვნას, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის უკან რუსეთი დგას. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში:
“როდესაც დეტალები უცნობია, როგორ უნდა გავაკეთოთ დასკვნა წინასწარ. თუ რეალურად ამ საფრთხის შემცველი იყო მოვლენა და აღკვეთილია, ძალიან კარგია რომ არ მოხდა უბედურება. სხვა შემთხვევაში იმისათვის რომ შეფასება გაკეთდეს უნდა უტყუარი გამოძიების დასკვნები დაიდოს […]
რა ჩემი კომპეტენციაა ასეთი დასკვნების გაკეთება, თუმცა გეტყვით, რომ ჩემ მიმართაც ყოფილა ბევრი მუქარა, დევს ეს ღია სივრცეშიც. მე თუ რამე დამემართება, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდიოდა, მაინცდამაინც იმის ბრალია. ყოველ შემთხვევაში, არ მყოფნის დღეს არც არგუმენტები, არც კომპეტენცია მყოფნის იმისთვის, რომ ასეთი დასკვნები გავაკეთო”
კომენტარები