• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბეჭდური მედიის არც ერთმა გამოცემამ ,,ალიას” ეს იდეა არ გაიზიარა!” – დარეჯან მეფარიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:05 07-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

,,ალიას” ყოფილი ჟურნალისტი, დარეჯან მეფარიშვილი:

,,დღეს ოთხმა ტელევიზიამ 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით – “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი”.
“იმედი” რომ დაარბიეს და ჟურნალისტებს ცხვირ-პირი გაუერთიანეს, “ალიას” დამფუძნებელმა, გიორგი ბრეგვაძემ, მედიასაშუალებებს მოუწოდა პროტესტის ნიშნად გამოქვეყნებულ სტატიებზე წითელი ჯვარედინი ხაზები დაეტანათ – სიტყვის თავისუფლებას, ჟურნალისტიკას კლავენ!
ბეჭდური მედიის არც ერთმა გამოცემამ იდეა არ გაიზიარა – ჩვეულებრივად გამოდიოდა გაზეთები, თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა “იმედის” დარბევის შესახებ სტატიებს აქვეყნებდნენ!
არასდროს დამავიწყდება სრულიად რედაქციამ როგორ განიცადა ღალატის ტოლფასი ქმედება!
არასდროს!
და, როცა, ფოტოგრაფები დააკავეს, “ალია”, როგორც ერთი ორგანიზმი ქუჩაში გამოვიდა – გიორგი ბრეგვაძე, რომელიც კალამს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე აქციებს, ჟურნალისტების წინ დადგა – არავინ იცის რა მოხდება, ჯერ მე და მერე თქვენ.
სამი დღე ვაპროტესტებდით – მხოლოდ ჩვენ!
მერე როგორც იქნა მიხვდნენ “პეროები” და “საპეროეთის” ნაწილი გამოვიდა – დღეს ვინც მაუწყებლობა შეწყვიტა, მათგან მხოლოდ “კავკასია” მახსოვს “ალიას” გვერდით!
ჩვენ არავის გადადგომას ვითხოვდით, ჩვენ სამართალს ვითხოვდით, რადგან თუ არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა.
სკამოსანთა გვარებს კი მნიშვნელობა არა აქვს – წავა ერთი, მოვა მეორე და ამით არაფერი შეიცვლება!
დღეს მოცემულობა ასეთია: სცემეს ჟურნალისტებს, ბევრს, ძალიან ბევრს, მაგრამ მათ ხელისუფლების “დუბინკა” არ მოხვედრიათ.
დააკავეს დამნაშავეები. ალბათ, კიდევ დააკავებენ!
სამართალი აღესრულება – ყველა ვარიანტში!
მავანნი ამბობს, ხელისუფლებამ არ დაიცვა ჟურნალისტები და ასპარეზი მოძალადეებს დაუთმო.
ეს ასე რომ იყოს, გაცილებით ცუდი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი – ხელისუფლება ვალდებულია, უნდა დაიცვას და დაიცვა როგორც შესძლო.
მთავარი სხვა რამ არის. ხელისუფლებამ კი არა, ნაცემი ჟურნალისტების ხელმძღვანელებმა არ დაიცვეს.
ვიდრე ცხონებული ბიჭი არ გარდაიცვალა, არც ერთი გამომცემლობის N1 “სკრიპკას” არ ეტკინა, არ გაახსენდა ჟურნალისტების იარები, არ ადგა რბილი სავარძლიდან და გარეთ არ გამოვიდა.
არც ერთი “დირეხტორი”!
არც ერთი!
და ცხონებული ბიჭი რომ არ დაღუპულიყო, არც გამოვიდოდნენ “შეფები”.

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved