• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილს არასანდოობის გამო არ მისცა თანხების განკარგვის უფლება – დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:18 10-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,303

ირკვევა, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს ლონდონის კომიტეტში  გამართული პროცესის შედეგად ოლიგარქს არ მიეცა უფლება, მისი თანხები სურვილისამებრ განეკარგა.

ივანიშვილი გარანტიად დებდა თავის აქტივს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდს, ასევე უცხოურ ადმინისტრაციაში დარეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას. თუმცა კომიტეტმა დაადგინა, რომ სასამართლო საქართველოში არ არის დამოუკიდებელი და მასზე ოლიგარქს კონტროლის მექანიზმი გააჩნია, ასევე კომიტეტმა რისკ ფაქტორად განსაზღვრა ის, რომ ოლიგარქს შესაძლოა დაეკისროს ფინანსური სანქციები.

საქმე ბერმუდის სასამართლოში “კრედიტ სუისთან” ფინანსური დავის ფარგლებში განიხილება.

ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება (შეფასება) ივანიშვილისა და ქართული სასამართლო სისტემის სანდოობაზე

“2024 წლის 29 თებერვალს ბერმუდის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და ,,Credit Suisse Life Limited”-ს შორის არსებულ მრავალმილიონიანი დავის ფარგლებში განიხილა ,,Credit Suisse Life Limited“-თვის ლონდონის სასამართლო კომიტეტში ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მიცემისა და ივანიშვილის მიერ მისთვის უკვე მიკუთვნებული თანხის გამოყენების სანაცვლოდ გარანტიის წარდგენის შესახებ საკითხი.

გადაწყვეტილებით, ბერმუდის სასამართლომ დაადგინა, რომ ლონდონის სასამართლოში ივანიშვილის მიერ საქმის წაგების შემთხვევაში, მის ქონებაზე აღსრულება შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს, რადგან:

1.    ივანიშვილის სანქცირების შესაძლებლობა რეალურია;
2.    ივანიშვილმა შესაძლებელია საკუთარი აქტივები გადაიტანოს საქართველოში ან გადააფორმოს მესამე პირებზე;
3.    საქართველოში არსებულ/გადატანილ ქონებაზე აღსრულება შეიძლება ვერ მოხდეს, რადგან საქართველოს სასამართლო სისტემა ივანიშვილის გავლენის ქვეშაა.

უაღრესად ყურადსაღებია და პრეცედენტული, რომ ბერმუდის სასამართლომ პირდაპირი სამართლებრივი მტკიცებულების ძალა მიანიჭა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, სახელმწიფო დეპარტამენტის, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა ოფისის, ფრიდომ ჰაუსის, საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნებს/განცხადებებს, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ძირეულ პრობლემებზე და ივანიშვილის გადაჭარბებულ გავლენებზე. ” ნათქვამია  ააიპ ,,საგამოძიებო ბიუროს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბიძინა ივანიშვილს ბერმუდის სასამართლოზე მოწმედ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უზენაესისა და საკონსტიტუციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე და თავმჯდომარე,  ჯონი ხეცურიანი ჰყავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ხეცურიანმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა რამდენად დამოუკიდებელია ქართული მართლმსაჯულება და ერევა თუ არა მასში ივანიშვილი. საბოლოოდ ხეცურიანის ჩვენება არ იქნა გაზიარებული.

თავად ჯონი ხეცურიანმა “მთავარ არხთან” თქვა:

“იყო კითხვები და ვუპასუხე…არ ვარ ვალდებული თქვენ ანგარიში ჩაგაბაროთ, კარგად იყავით”

ამ დავას, რომელიც დაახლოებით 10 წელია გრძელდება, ოლიგარქი კონსპირაციის თეორიებით ხსნის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved