• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, ორშაბათი, 9 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბერას შეიძლება 50 ათასი დავუტოვოთ… მაგრამ, ბიძინა… ფეხშიშველა მოხუცი სიმინდის ტაროებს მოიპარავს ხოლმე” – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:58 08-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46,896

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

ძალიან აჩქარდა ივანიშვილი!.. უფრო ზუსტად, აჩქარდა რუსეთი და ააჩქარა ივანიშვილიც – როგორც ყურმოჭრილი მონა!

რითი აშანტაჟებსო – იკითხავთ და პასუხი ცხადზე ცხადია – სიცოცხლის მოსპობით!.. და ივანიშვილს მართლა უყვარს სიცოცხლე კი არა, საკუთარი თავიც და ოჯახიც, შვილებიც.. მეუღლეც!

უყვარს და ფიქრობს დაახლოებით ასე – რომ მათი მფარველია! და რომ არ იყოს, ანუ – გაქრეს, გააქრონ! მოსპონ… შებრდღვნან, მისი ოჯახიც გაქრება!.. შეიბრდღვნება და ამოწყდებაო, როგორ ვთქვა ახლა და…

მოკლედ, დასუსტდება და აღარ იქნება ისეთი ძლევამოსილი, როგორიც დღესაა – ბიძინასთან ერთად!

შვილებიც უმწიფრები არიან მისი გაგებით!.. განა ცუდები; მაგრამ, თავად ბრძენკაცი რომ არ იყოს! ანუ – გაქრეს, გაქარაფშუტდებიან! ამიტომ, მათი ბოლომდე ნდობა და მათთვის ფინანსების მინდობა არ შეიძლება!

სხვათა შორის, ბერას გარდა არც არავის რომ არ ენდობა, და ბერასაც ნაწილობრივ, ამაზე მისი დეკლარაციაც მეტყველებს! თუ არ ვცდები, ორჯერ აქვს შევსებული და უცნაურობებს წააწყდები მონიტორინგისას!

მაგალითად წინა წელს ბერაზე 9მ² აქვს დაკანონებული ჭორვილაში! მეორე წელს ეს 9მ² ჩამორთმეული აქვს!.. რაღაც სხვა ფართები აქვს მიცემული, რაღაცები – ეკაზე მიცემული.

სხვა შვილები ამ დეკლარაციებში არც ფიგურირებენ! მათ შორის, არც უტა, რომელიც იმხანადაც იყო სრულწლოვანი!

რა ხდება დღევანდელ დღეს, არ ვიცით!

×××

კეთილი – მივუბრუნდეთ მის შიშებს! და მას მართლაც აქვს გაუთავებელი შიშები ქონებისა და ფინანსების დაკარგვისა!

მაგრამ, ეს შიშ-ფიქრები უასკეცდება მაშინ, როცა ახსენდება ბადრი! ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც, რამდენადაც ვიცით, დიდად არ სწყალობდა! ის დიდად არ უყვარდა!

აწგარდაცვლილის მაგალითი კი მრავლისმეტყველია – მიუხედავად იმისა, რომ ბადრი პატარკაციშვილი, ოფიციალურად, ბიძინაზე მდიდარი არ იყო, (ფორბსის სიაში ის არ მოხვედრილა), მას მილიარდები ნამდვილად ჰქონდა!.. და ახლა ვიკითხოთ – სად გაქრა ეს არადეკლარირებული მილიარდები? ბადრის ქონება…

მაგალითად – სახლი ლონდონში? აქციები სხვადასხვა კომპანიებში! უძრავი ქონება ბევრგან? თავად კომპანიები და ბიზნესები?

არა, მე კი ვიცი, სადაც გაქრა ანუ, ვინ მიიტაცა და ვინც მიიტაცა, როგორ გადაბარგდა ივანიშვილის “კამანდაში”… მაგრამ, ეს ჩემზე ბევრად უკეთ იცის სწორედ ივანიშვილმა, და ეჭვი აქვს, რომ… რომ თუ რუსეთი მას გააქრობს, ააორთქლებს… მოსპობს, მის ქონებასაც ისე დაიტაცებენ მარადიული სვავები და გიენები, როგორც ეს ბადრის შემთხვევაში მოხდა! ვინ გაუწევს მათ წინააღმდეგობას, უსუსური ეკა? ასაკდატყობილი, მაგრამ, მაინც ღლაპი შვილები? ისინი აღუდგებიან შვეიცარიის ბანკებს? მსოფლიო მაფიას? აქაურ მომავალ რუხაძეებს?

აგე, ცოცხალია თავად და მისეული გაგებით გააცურა მაგალითად ბაჩიაშვილმა – კაცმა, რომელსაც ბოლომდე ენდობოდა! და ხომ წარმოგიდგენიათ კი არა, მას წარმოუდგენია, რომ ბევრი ასეთი “ბაჩიაშვილი” გაჩნდება მაშინვე, ემანდ, თუ ფეხი გადაუბრუნდება… თუ მოსპობენ!

ამ თვალსაზრისით, ბიძინა, პრინციპში, მართალია!.. მშიერ-მწყურვალი და ღატაკი არ იქნება მისი ოჯახი ალბათ აღარასოდეს, მაგრამ, 5 ოფიციალური და ალბათ ამდენივე არაოფიციალური მილიარდი 500 მილიონამდე რომ დავა, ამას კი ჭვრეტს! და რა ფულია 500 მილიონი მისთვის? არც არაფერი.

×××
ბიძინა სხვა ანალიზშიცაა მართალი – პუტინი მართლა “ისპალნიწელი”, ანუ – შემსრულებელია! და თუ ბიძინამ ის დავალებები არ შეა კი არა, შეუსრულა, რომლებიც მან მოსკოვიდან მიიღო, ერთი ციანიდის, ნავიჩოკის, პოლონიუმის ან შუბლში ტყვიის შანსი ერთი ასად იზრდება!

ჰო, აქვე ვიტყვი, რომ ბიძინას ეს ნოვიჩოკ-პოლონიუმი ჯერ არ ემუქრება, მოვლენათა კვანძი ჯერ არ გახსნილა! ის ჯერ არ დამარცხებულა!.. და პროცესში ვართ…

აქვე ისიცაა სათქმელი, რომ როდესაც ბიძინა შუშის კოლბა-დუშკაბინაშია, ის რუსეთს მართლა არ უფრთხის! მას მართლა ჰგონია, რომ დასავლეთი გაასაღებს, რადგან დასავლეთი მიუხვდა-ჩაუხვდა მზაკვრულ და რუსეთის შიშით ნაკარნახებ ჩანაფიქრებს და რომელიმე 20 წლის ქილერიც შემოგზავნილი ჰყავს!

×××

ახლა კი ვიმსჯელოთ თემაზე, რატომ აჩქარდა რუსეთი? რამ ააჩქარა ის? რატომ ახლა და არა პირობითად 4 წლის შემდეგ ან 5 წლის წინ?

აქ უკრაინის თემას ვერ ავცდებით!

საქმე ისაა, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” მხოლოდ და უბრალოდ კი არ ჩავარდა, არამედ, რუსეთმა ათობით გეოსტრატეგიული და ტაქტიკური მარცხი უკვე იწვნია!

მაგალითად – კიდევ ათწლეულები ვეღარ ჩაეშვება ჩრდილოეთი ნაკადი 2; ერთი ასწლეული დასჭირდება შავი ზღვის ფლოტის აღდგენას (ის საერთოდ ვერ აღდგება); მინიმუმ 15… 20 წელი დასჭირდება დე-სანქცირებას!
უკრაინელები ათასი წელი არ შეურიგდებიან რუსებს!.. უკრაინას ათასი წელი შეეზიზღება “ძმა”.

ტაქტიკური მარცხები კიდევ უფრო მეტია – მარიუპოლის გმირული დაცვის დღეებიდან დაწყებული კურსკის მოვლენებით დასრულებული! შუა პერიოდში იყო ყველაფერი, რაც გახსენდებათ – ხერსონის ამბები! პრიგოჟინის მარში! ბახმუტი…

და რეალობაა, რომ რუსეთს დღესაც უკვდება 1000 + სალდათი ომში!

და რეალობაა, რომ გაუბედეს და უთხრეს – Иди нахуй!..

და კიდევ ათასობით რეალობაა!

ჰოდა, ამ რეალობის გათვალისწინებით, სადღაც… საბჭოთა სივრცეში სადღაც… მას – რუსეთს, სჭირდება ძლევამოსილი გამარჯვება ისე, რომ ტყვიაც კი არ გავარდეს!.. რომ მასთან ვინმე თავისით მიბობღდეს! იქით შეევედროს მფარველობას!

ეს ვინმე ვერ იქნება არათუ ტაჯიკეთი, არამედ, მოლდოვაც და სომხეთიც კი – ამ უკანასკნელის განადგურების იარაღი საქართველოს დამონებაა! მოლდოვა კი ლუკმად არ ეყოფა, თუ უკრაინას დააჩოქებს! ეს უკანასკნელი კი არ გამოსდის! და არც გამოუვა!

ამ ვითარებაში გადამწყვეტია საქართველოს დამონება! იმ ქვეყნისა, რომელიც პირველი იყო, ვინც აუხტა 1990-91 წლებში! უკვე შემდგომ – კომუნისტი შევარდნაძის დროსაც! ვინც პირველმა თქვა, რომ უნდა ნატოში! ვინც პირველმა მიიღო ევროასოციაცია! ვინც პირველმა ააწნა ხელუკუღმა 2008 წელს! ეს ქვეყანა რუსეთმა ანგრია… ანგრია და ვერ დაანგრია!

საქართველოზე გამარჯვებას სიმბოლური და საკრალური მნიშვნელობაც აქვს!
მისი სამაგალითო დასჯა ტყვიის გასროლის გარეშე, ანუ – საქართველოს მიჩოქება “ბაწიუშკას” მუხლებთან, თვალსაჩინო მაგალითი იქნება ყველასთვის და რუსეთს ჰგონია, რომ დუხს, ანუ, სულისკვეთებას უკრაინელებსაც კი დაუგდებს! (ეს ასე არაა, მაგრამ, ჩვენ რუსეთის ვნება/წარმოდგენებზე ვსაუბრობთ).

ამ დავალების საუკეთესო შემსრულებელი კი, თუ ვინმე არის, სწორედ ივანიშვილია!

არ იზამ ამას? აგე – ეკა არ გყვარებია! არც ბერა და არც საკუთარი თავი – დაახლოებით ასე უნდა ემუქრებოდნენ ბიძინას!.. და ზედ იმ ინსტრუქციებსაც აყოლებენ, რომლებიც, მათი აზრით, რელევანტურია!

×××

ომის დაწყების შემდეგ ამგვარი იყო შემდეგი ინსტრუქციები:

1. არ ჩაერთოთ არა მხოლოდ ომში უკრაინის მხარეს, არამედ, მაქსიმალურად გაატარეთ პოლიტიკა, რომ ყველაფერში დამნაშავე დასავლეთი და ალიანსისკენ მიმავალი უკრაინაა!

2. ჩანერგეთ შიში, რომ ჩვენ შემოვალთ და გაგანადგურებთ – გვირჩევნია, ჩვენ ვიყოთ ცუდი ბუები, ვიდრე საქართველოს მოსახლეობასაც ეგონოს, რომ ჩვენი დამარცხება შესაძლებელია.

3. დააბრალეთ დასავლეთს და მხოლოდ დასავლეთს თქვენი ომში ჩართვის მცდელობა! დე-დასავლეთიზაცია უნდა მოხდეს თქვენი ქვეყნისა!

4. ყველაფერი გააკეთეთ, რომ დასავლეთმა თავად თქვას უარი თქვენზე! ესეც მას უნდა დააბრალოთ!

5. ხანდახან დაუჭირეთ მხარი უკრაინას – ჯანდაბას მათი თავი, გაუგზავნეთ ჰუმანიტარული ტვირთი, მათი ლტოლვილები შეიფარეთ და გამოკვებეთ! ზოგ საერთაშორისო ფორუმსაც დაესწარით … ოღონდ, დიდად ნუ იაქტიურებთ!..

6. გაასკეცეთ ე.წ. ევრაზიული ნაციონალიზმის იდეა! ანუ, არა სამოქალაქო და დასავლური ნაციონალიზმისა, არამედ, ჩაკეტილობისა.

7. დატესტეთ ნეიტრალიტეტის იდეა.

8. დატესტეთ კონფედერაციის იდეა!

9. გააკეთეთ ყველაფერი, რომ 2008 წელი დაბრალდეს სააკაშვილს, მაშასადამე, საქართველოს და არა რუსეთს!

10. დაასუსტეთ ჯარი.

11. დაასუსტეთ სახელმწიფო ინსტიტუციები.

12. დაასრულეთ საუბრები ნატოსთან!

13. სასწრაფოდ მიიღეთ დასავლეთის აგენტების გამომვლენი კანონი!

და ა.შ. (ერთი ასეულის ჩამოთვლა შეიძლება)…

მაგრამ, ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს დაემატა ოთხი მოთხოვნა!

1. მოსპეთ პარტიები, ანუ – ოპონენტები!
2. მოსპეთ მედია!
3. მოსპეთ არასამთავრობო სექტორი
2. მოსპეთ….

აი, ესაა საოცრება, რუსეთმა მოინდომა პრორუსული და უვიცი! ქრისტესგან დაშორებული… კორუფციული… ერთგვარად მაფიოზური, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოსპობა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების გზით!..

ანუ – სეკულარიზმის დასრულება მოინდომა ერთია და მეორეა, რომ მოინდომა მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ეკლესიის სრული განადგურება იმ ვითომ მოქონვით, რომლის თანახმადაც, ქრისტეანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება, ანუ – საქართველოს ეკლესიას დღევანდელზე მეტი ძალაუფლება ექნება!

ეს მზაკვრული ჩანაფიქრია – რეალურად, ამ ვითომ სიკეთეს მოჰყვება ამ.. ცუდი… (საკტიტიკო) მაგრამ, ჩვენი ეკლესიის სრული დაქვემდებარება საქართველოს საერო ხელისუფლებაზე! რისი ბოლოც იქნება – საქართველოს მომავალი პატრიარქის დანიშვნა ივანიშვილის ანუ – რუსეთის მიერ!

ეს მზაკვრული გეგმა უკვე წაიკითხა საქართველოს ეკლესიამ და… ჯერჯერობით უტეხად უწევს წინააღმდეგობას მას, ვინც ეკლესიის არა რეფორმირებას, არამედ, რუსეთზე სრულ დაქვემდებარებას ცდილობს!

×××

და ბოლო პასაჟი ამ უვრცელესი პოსტისა – ივანიშვილი მშიშარა კაცია!.. მაგრამ მას რუსეთისა უფრო ეშინია, ვიდრე ჩვენი!

გაივლის კიდევ დაახლოებით 60 დღე და ის დაინახავს, რომ ჩვენ უფრო დიდი ძალა ვართ… უფრო მძლავრი და უფრო… დაუნდობელიც მათ მიმართ, ვინც გვიღალატა!

და მას ისიც უნდა დავანახოთ, რომ რუსეთს მას… მასაც კი არ მივუგდებთ საჯიჯგნად!

ბერას შეიძლება მართლა 50 ათასი დავუტოვოთ… მაგრამ, მამა… ბიძინა, ცოცხალი ეყოლება და ჭორვილაში… ფეხშიშველა მოხუცი, რომელიც სიმინდის ტაროებს მოიპარავს ხოლმე!

მეორე გზაა ის გზა, რომელიც იანუკოვიჩმა აირჩია!

მესამეც არსებობს….

მეოთხეც!

ბიძინას გადასაწყვეტია, რა უნდა…. და როგორ!

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved