• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, კვირა, 23 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბერამ მხოლოდ ერთი რამ დაამტკიცა… აქვე ბერასაც და სხვებსაც შევახსენებ ძველ ანდაზას…” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
20:34 03-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

„ალის“ ესაუბრება „კავკასიის სახლის“ წევრი, პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, რომელთანაც საუბარი ბერასა და ღარიბაშვილის სკანდალური ფარული ჩანაწერებით დავიწყეთ, რომლის ავთენტიკურობა, ფაქტობრივად, მილიარდერის შვილმა, „იმედის“ ეთერში დაადასტურა.

–  ჩვენ ძალიან მძიმე ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. ადამიანების შეურაცხყოფა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ურთიერთპატივისცემა მთლიანად დაკარგულია, ყველას შეუძლია დაგამციროს, დაგცინოს და შენ განიარაღებული ხარ ადეკვატური რეაგირების საშუალებებისგან. ვეთანხმები ბერასა და მისი მიმდევრების მოწოდებას იმის შესახებ, რომ ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვას უნდა შევეწინააღმდეგოთ და პასუხი უნდა გვქონდეს არაეთიკურ თავდასხმებზე. უბრალოდ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სტრატეგია, რომელიც მილიარდერის ოჯახმა აირჩია. ყველა მაგინებელთან სახლში მივარდნა, მათი დატუქსვა და საქმის გარჩევა ველური და არასერიოზული საქციელია. საქმეს ბოლომდე ვერც პოლიცია ვერ გამოასწორებს. ბერას, როგორც ცნობილი და გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელს, უნდა დაეწყო ბრძოლა საზოგადოებაში უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისათვის, საკუთარი საჯარო გამოსვლებით, შეურაცხყოფაზე საჯარო და ეთიკური რეაგირებით მაგალითი უნდა მიეცა საზოგადოებისთვის – შეხედეთ ისინი მაგინებენ, მემუქრებიან, მე კი მათ ნამდვილ სახეს გაჩვენებთ და გეუბნებით დანარჩენებს, როგორები არ უნდა იყოთ! თავისი გამოცდილების საფუძველზე ხალხთან ერთად, სპეციალისტებთან ერთად უნდა გაეანალიზებინა – როგორ შეიძლება შეიცვალოს საზოგადოებაში ქცევის ნორმები, როგორ შეიძლება მოქალაქეთა შორის ურთიერთობაში ნაკლები აგრესიისა და მეტი შემწყნარებლობის შემოტანა. მაგრამ ბერამ მამის დაცვის უფროსისა და მოურავის გამოსარჩლების გზა აირჩია, რაც უშედეგო აღმოჩნდა და მხოლოდ ის დაამტკიცა, რომ მხატვრულ ფილმ „სათამაშოს“ მთავარი პერსონაჟის პროტოტიპთან გვაქვს საქმე.

აქვე ბერასაც და სხვებსაც შევახსენებ ძველ ანდაზას: „სახლისკენ მიმავალ გზაზე გადაყრილ ყველა მყეფარა ძაღლს თუ ქვები დაუშინე, შინ ვერასდროს მიხვალ“.

აქვე მინდა დავგმო ის ადამიანები, ვინც საჯარო სივრცეში იგინებიან და იწყევლებიან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – სახლში მივარდნა და პასუხის მოთხოვნა გამოსავალი არ არის. თუ ვიმოქმედებთ პრინციპით „თვალი თვალის წილ“, ბოლოს ყველა დავკარგავთ მხედველობას.

– საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ს.ს. კოდექსის 158–ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ გამოძიებას. რამდენად ადეკვატურია პროკურატურის ეს გადაწყვტილება?

– 30 წელია საქართველოს პროკურატურა ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს. თუ საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი სივრცის დაცვას, ისინი კანონის სრული სისასტიკით მოქმედებენ; თუ საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხს, მაშინ სამართალდამცველები ჩვეულებრივ მონებად გადაიქცევიან ხოლმე და მკვლელობაზეც რომ წაასწრონ გავლენიან პირს, ხმას ვერ იღებენ. ამ შემთხვევაშიც, ალბათ, ამგვარ მიდგომასთან გვაქვს საქმე.

– თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურას „ტვ პირველიდან“ ფარული ჩანაწერების საქმეზე მასალების ამოღების უფლება მისცა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, „პროპორციული ძალის“ გამოყენების უფლება, ჩანაწერების ამოღების მიზნით. საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი თვლის, რომ სასამართლოს ეს განჩინება „საშიში პრეცედენტია, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს. ფაქტიურად, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ის ემსახურება ერთ მიზანს – ტელეკომპანიის ოფისიდან ამოიღოს „ფლეშკა“, რომელიც მის ჟურნალისტს გადასცეს და პროკუტრატურამ დაადგინოს წყარო, რომელმაც ეს მიაწოდა ჟურნალისტს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ის აინტერესებს, დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვინც ჩანაწერები გადასცა ჟურნალისტს, აინტერესებს, ხელისუფლების რომელმა მოქმედმა თუ ყოფილმა წარმომადგენელმა გასცა საიდუმლო და სხვა არაფერი“. თქვენ რას ფიქრობთ?

– სრულიად გეთანხმებით. ვიღაც ქვეყნის „მთავარ ოჯახს“ შეეხო, პარმაღის ზღურბლი გადალახა და მათ შიდა სამზარეულოში ჩაერია. ბუნებრივია, რომ ივანიშვილები შეძრწუნებულები არიან და სურთ სასტიკად დასაჯონ ჩანაწერების გამავრცელებლები.

ეკა ბესელიასა და სხვათა პირადი ცხოვრების საიდუმლოებების გამჟღავნების შემთხვევაშიც ადეკვატურად რომ ემოქმედათ, მათ კარებთანაც აღარ დაიჩოქებდა აქლემი. მოკლედ, რაც დათესეს, იმას იმკიან, „ნაციონალებისგან“ გადმობარებული ბუმერანგი უკან დაუბრუნდათ.

ბოლომდე პატიოსნად უნდა განვიხილოთ საკითხი. ამიტომ აქვე აღვნიშნავ, რომ ნულოვანი ნდობა მაქვს ნოდარ მელაძის ჯგუფის მიმართ. აღნიშნულ ჯგუფში გაწევრიანებულნი არიან ისტერიული ადამიანები, რომელთაც ჟურნალისტიკა ფარული ჩანაწერების მოპოვება, მათი შინაარსის ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ დამონტაჟება და გავრცელება ჰგონიათ. ფარული ჩანაწერების ომში ჟურნალისტები თავისივე ნებით იქცნენ ყველაზე იაფფასიან, დაბალი დონისა და თავისუფალი ნების არმქონე აქტორებად. ისინი მზად არიან ბავშვთა პორნოგრაფიიდან დაწყებული, ათას ნაწილად დაჩეხილი ჩანაწერებით დამთავრებული, ყველაფერი პირდაპირ ეთერში გამოდონ, რათა ყურადღება მიიქციონ, ფული მოიპოვონ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სერიოზული და შინაარსობრივი საქმის კეთება არ შეუძლიათ.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: ბერა ივანიშვილილევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved