• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბენ უოლასი: ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჯარები გაგზავნოს

ალია ავტორი - ალია
15:56 12-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის, ნაკლებსავარაუდოა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად ვინმემ ჯარები გაგზავნოს. ამის შესახებ მინისტრმა The Spectator-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ფაქტია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის, უდიდესი ალბათობით ნაკლებსავარაუდოა რომ ვინმე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჯარებს გაგზავნის. ხალხი არ უნდა მოვატყუოთ, რომ ამას გავაკეთებთ” – თქვა უოლასმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, სწორედ ამიტომ დასავლეთს დიპლომატიური გზა აქვს არჩეული, რათა პუტინს უთხრან რომ უკრაინაში არ შეიჭრას. უოლასის თქმით, ხისტი ეკონომიკური სანქციები შეკავების ყველაზე სავარაუდო ფორმაა.

ბენ უოლასს ასევე ნათქვამი აქვს, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინელ ხალხს მხარში უდგას და მტკიცედ აქვს მათი მხარდაჭერა გადაწყვეტილი. უკრაინაში შეჭრის და ნებისმიერი “დესტაბილიზაციის გამომწვევი” ქმედების შემთხვევაში “მნიშვნელოვანი შედეგების” შესახებ რუსეთს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიცაფრთხილებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის საკითხს არ განიხილავს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც. ბაიდენის თქმით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხისა, “სამხედროების ცალმხრივად გაგზავნის საკითხი მაგიდაზე არ დევს”.

დასავლური სახელმწიფოები უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებენ. ბაიდენის თქმით, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკისთვის შედეგი დამანგრეველი იქნება.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

“რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით”, – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved