თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება კვლავ მოსალოდნელია და შესაძლოა, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საქართველოში 3 000-ს გადასცდეს, რაც ქვეყანას და პირველ რიგში კლინიკურ სექტორს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.
„ხედავთ, რომ ფიქსირდება ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჯერჯერობით იზრდება და როგორც ეპიდემიოლოგები, ამ საქმის სპეციალისტები გვეუბნებიან, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შესაძლოა, მატება გაგრძელდეს და ახალი შემთხვევების რიცხვი 3 000-ს გადაცდეს. ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას, ჯანდაცვის სექტორს და ამ ეტაპზე პირველ რიგში კლინიკურ სექტორს, რადგან ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა არის პირდაპირი დატვირთვა კლინიკური სექტორისთვის.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხვედრი, მთელ მსოფლიოში ასეა. ყოველდღე მსოფლიოში მყარდება ახალი შემთხვევების ახალი რეკორდები. რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რიცხვმა 600 000-ს პირველად გადააჭარბა. ასევე მყარდება სიკვდილობის რეკორდები, ევროპის, აშშ-ის ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში არიან და იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში ამ სიტუაციისთვის, ანუ შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის, რადგან პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი ლოკდაუნის გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რადგან მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი შესაძლო ლოკდაუნის მიმართ, მეორე ის, რომ ის აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკის პრობლემებს, რეცესიას, რაც აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, მესსმე – იყო და გრძელდება საარჩევნო პროცესი და ამას არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი, არ უნდა გამხდარიყო სხვადასხვა ინსინუაციების საფუძველი.
პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოქდაუნი“. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი „ლოქდაუნის“ გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ეს გადაწყვეტილება ქვეყანამ მიიღო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რამეთუ მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი შესაძლო „ლოქოდაუნის“ მიმართ. ის აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკის პრობლემებს და რეცესიას, რაც აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ასევე იყო და გრძელდება საარჩენო პროცესი და მას არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი. ძალიან კარგი, საქართველომ რომ თქვა „ლოქდაუნზე“ უარი და გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. „ლოქდაუნით“ ეს შედარებით იოლად იქნებოდა. მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა „ლოქდაუნი“ და 4000-მდე დაიყვანა შემთხვევები. საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“ უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, „ლოქდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს.
სამწუხარო რეალობაა საქართველოში, ახლაც კი, როცა ამდენი შემთხვევაა და გარდაცვალების რაოდენობამ მოიმატა, მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ არსებობს კოვიდინფექცია და მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია, ან რაღაც მიზნით ხდება ამით მანიპულირება. ვაფრთხილებ, ეს სასიკვდილოა.
ისევ მივმართავ იმ პაციენტებს, იმ ავადმყოფებს, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც შეგნებულად არ მიმართა ექიმს, ან არ ჰქონია მცდელობა, თუ ჰქონდა მცდელობა და ჯანდაცვა ვერ მოემსახურა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ როცა არ მიმართავს ექიმს, სანამ უკიდურესად არ დამძიმდება და პირდაპირ სარეანიმაციო არ ხდება, ეს თვითონ მოსახლეობის და პაციენტის პასუხისმგებლობაა. ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები სავალალოდ მთავრდება.
მე მივმართავ, ვთხოვ, მოსახლეობას, ყველას, ვისაც ექნება რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი სიმპტომი, ეს იქნება ცხელება, თუ ცხელების გარეშე, ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, ან ვთქვათ, მეზობლების, ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, ძირითადად, თვითმკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამედიცინო სტრუქტურებს. თუ ისინი ვერ დაუკავშირდებიან 112-ს, თუ ვერ დუკავშირდებიან თავისი ოჯახის ექიმს, არსებობს ალტერნატიული ნომრები, საიტია შემქნილი სპეციალური, სადაც სხვა ნომრებიც წერია, თუ როგორ დავუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების ექიმებს, ან ონლაქიმებს, ან უკვე მოხალისე ექიმები გამოჩდნენ, რომლებიც სთავაზობენ თავიანთ ტელეფონის ნომრებს, რომ დაუკავშირდნენ და დაეხმარონ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
კომენტარები