ბელარუსში სოციალურ ქსელებში განთავსებული კომენტარების გამო, სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფისა და სიძულვილის გაღვივების ბრალდებით 50-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია “ვესნა” ავრცელებს.
დაკავებები უკავშირდება ვიდეოს, რომელზეც ორმხრივი სროლაა ასახული. ინციდენტის შედეგად IT-კომპანიის თანამშრომელი, 31 წლის ანდრეი ზელცერი ე.წ. კა-გე-ბეს აგენტი გარდაიცვალნენ.
ხელისუფლების განცხადებით, ზელცერმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა, როდესაც მათ მინსკში მისი საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს შიგნით ტერორიზმთან დაკავშირებული პირები იმყოფებოდნენ.
ამასთან, კომენტარების უმეტესობის ავტორები თვლიდნენ, რომ ვიდეო დადგმული იყო.
კომენტარები