• რეკლამა
  • კონტაქტი
01:36, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბედობა – ტრადიცია საქართველოში, რომელიც სამჯერ აღინიშნება

ალია ავტორი - ალია
23:39 01-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,509

ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულია დღესაც და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ როგორც შეხვდება ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებს.

საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნებოდა. პირველი ბედობა ბარბარობას (ბარბალობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ ადამიანს იწვევდნენ სტუმრად და განსაკუთრებულად უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ბარაქასთან ასოცირდებოდა, მაგალითად მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებოდა.

მეკვლეობაა 2 იანვარსაც, თუმცა, ბარბარობისგან განსხვავებით ეს დღე არა მარტო მეკვლეზეა დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია როგორ იქცევიან ამ დღეს ოჯახის წევრები.

სტუმრად წასული “მეფეხური” მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა სწვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული უნდა მიერთმია და მხიარულ განწყობაზე ყოფილიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.ამასთანავე ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ 2 იანვარს ზომიერება გამოეჩინათ და ბედობის დღეს ზედმეტი არ დაელიათ. ესეც ერთგვარად იმის მცდელობა იყო, რომ სიფხიზლე, ფხიზელი გონება დაბედებოდათ.

“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“ – ასე ამბობდა ოჯახში ბედობას მოსული სასურველი სტუმარი.

ძველად საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში არსებობდა “ფულის ქადის” ტრადიციაც. ოჯახის დიასახლისი სპეციალურად ბედობისთვის ტკბილ ქადას ამზადებდა, რომელშიც ხურდა ფულს ათავსებდნენ და მრგვალ ნუგბარს იმდენ ნაჭრად ჭრიდნენ, ოჯახში რამდენი წევრიც იყო. თვლიდნენ, რომ ვისაც მონეტა ამოუვიდოდა, იმ წელს იმ ადამიანს ბარაქა არ მოაკლდებოდა.

ბედობის დღე მესამედ 15 იანვარს აღინიშება.

რაც შეეხება ეკლესიის დამოკიდებულებას ამ დღისადმი, გასულ წელს, მამა პეტრე კოლხი, წერდა:

„არაფრის შეგეშინდეს. ბედობა არ არსებობს. ნურც რაიმე ნიშანს მიაქცევ ყურადღებას.

ცრუ რწმენები აუცილებლად უნდა დათრგუნო.

ეს წარმართობის გადმონაშთია.

თან მარხვა და თან ბედობის აღიარება, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

ან ერთი უნდა გწამდეს, ან მეორე… ორი ღმერთის თაყვანისცემა არ გამოვა.

ნურც გულხელდაკრეფილი დაელოდები, რას მოიტანს ხვალინდელი დღე… ზუსტად იმას მოგცემს, რისი ფასიც იშრომე და გაისარჯე.

დღეს ყველაზე მეტი სიკეთე გააკეთე…

ნუ დაუჯერებ ბოდვებს.

ვისაც დახმარება სჭირდება, დაეხმარე, ვისაც პური შემოაკლდა, მიაწოდე.

სხვაზე ზრუნვით მეტი მოგეცემა. არასდროს დარჩები ცარიელი.

თავად ქმნი შენს მომავალს, ყოველგვარი ბედის ჩარევის გარეშე… რადგან ის არ არსებობს. არ არსებული კი ვერაფერში ჩაერევა!..”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved