• რეკლამა
  • კონტაქტი
22:11, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბედობა – ტრადიცია საქართველოში, რომელიც სამჯერ აღინიშნება

ალია ავტორი - ალია
14:14 01-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
504

დღეს საქართველოში სახალხო დღესასწაულს – ბედობას აღნიშნავენ. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, იგი სახალხო ტრადიციაა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში დარწმუნებულები იყვნენ, როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ.  ამ თარიღს დღემდე ულოცავენ ერთმანეთს და ცდილობენ ხალისიანად გაატარონ.  

რიტუალი ასეთი იყო –  ოჯახი შეარჩევდა ბედნიერ ადამიანს, რომელის „ფეხზე“, “კვალზე” იყო დამოკიდებული მომდევნო წლის კეთილდღეობა. 

„მეკვლე მოვიდოდა და თან მოჰქონდა რაიმე ტკბილეული, შემოვიდოდა და იტყოდა: ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო და დაილოცებოდა. მას დაუდგამდნენ სუფრას და უმასპინძლებდნენ. შემდეგ გაატანდნენ ტკბილეულს.

ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც  გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.   

საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება.  პირველი ბედობა ბარბალობას (ბარბარობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიუხვესთან ასოცირდებოდა. მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებდნენ. ბარბალობას მსუქანი მეკვლე უხაროდა ოჯახს, რადგან ითვლებოდა, რომ ის ხვავის და ბარაქის მომტანი იქნებოდა. თუ მეკვლე “გამოეპარებოდა” მასპინძელს ისე, რომ მას მაგიდასთან არ დასვამდა, ოჯახს მთელი წელი იმის შიში უნდა ჰქონოდა, რომ ქათამი არ წიწილებს ვერ გამოჩეკდა იმ წელს.

ამ დღეს ნაბადმოსხმულ კაცს შინ არ შეუშვებდნენ ოჯახში – სჯეროდათ, რომ ნაბდიანი კაცის სახლში შესვლამ მობუზული წიწილები იცისო. ამ დღეს სხვადასხვა რეგიონში ნიგვზიან ქადებს და ლობიან პურებს აცხობდნენ, რომლებსაც პატარებს ურიგებდნენ. 

ანალოგიურად იქცეოდნენ ახალი წლის მეორე დღეს – 2 იანვარს.  აქაც არის მეკვლე, თუმცა ბარბალობისგან (ბარბარობა) განსხვავებით ეს დღე არა მარტო მეკვლეზეა დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია როგორ იქცევა ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი.

მესამე ბედობა იგივეა რაც 2 იანვრის, თუმცა მათთვის ვინც ძველით ახალ წელს აღნიშნავს, ბედობაც ძველი კალენდრით უწევს.

ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია, საქართველოს გარდა შემონახულია ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს “უხვს” უწოდებენ, რამდენადაც მიღებულია მარხვის შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლა. ყოფილ იუგოსლავიაში (სერბია, ჩერნიგორია, მაკედონია) ასევე ზეიმობენ ამ თარიღს. სერბები მას “სერბულ ახალ წელს” უწოდებენ. ჩერნიგორიაში კი ძველით ახალ წელს “ნამდვილ ახალ წელს” უწოდებენ.

თეგები: ბედობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved