• რეკლამა
  • კონტაქტი
04:10, კვირა, 12 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბედნიერებაა ღორის ქელეხი… ბედნიერებაა, როცა სატრფოს ბებიის ოქროს კბილს ჩუქნი… როცა იმ “სახინკლის” სუნი ამ “შანელს” გირჩევნია…” – მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
16:44 04-06-2023
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
661

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:

“-რა არის ბედნიერება?
-როცა შეგიძლია ასე მარტივად, შეიჭრა ქართულ რადიო სივრცეში, სამეგობროსთვის სიმღერა შეუკვეთო და ამით გაბედნიერდე…
-ბედნიერებაა,
როცა სკოლაში,
მერვე კლასში ბიჭუნა კიკინას მოგწიწკნის და ეს პირველი სიყვარულია და არა “გენდერული დისბალანსი”
და აი, მეორე დღეს, იმ ნაწნავში უფრო კაშკაშა ბაფთა გაქვს ჩაწნილი..
-ბედნიერებაა,
შენ რომ შენი მანქანით გამოპრონწკდები პროფილაქტიკიდან და ამ დროს შეგვიანებული, საგულდაგულოდ გაზიზინებული ხელოსანი უკვე მეგობრებთან რეკავს და სახინკლეში ეპატიჟება, შენ კი წაულის ქურქში ცხვირს ჩაყოფ და იმ “სახინკლის” სუნი ამ “შანელს” გირჩევნია…
-ბედნიერებაა ღორის ქელეხი…
შენ რომ შეშლილი კითხულობ,
ეს რა სადიზმია?
და გლეხკაცი გპასუხობს-
– “რას ამბობ ოო, ინდე ე მაგ ღორითა მთელი წელი თავი უნ ვირჩინოთ…
ქალაქელი კინტოები ვერ მიხვდებით…”-
-ბედნიერებაა,
როცა სატრფოს 11,9,7 ან 5 გრამიან ბაჯაღლო ბეჭედს ჩუქნი… ბებიის კბილის ოქროს გადანახულს,
ნაღდს (თან რომ იჭეჭყება, იმიტომ რომ ნაღდია) და არა “ტაკოი” ევროპულ #ლავფორეველს“…
-ბედნიერებაა ბიჭიანობაზე-თოფი!-ეს ჩვენი, ამაყი კავკასიელების ბრძოლისუნარიანობის სიმბოლოა და არა არქაიზმი!!!
-ბედნიერებაა შვილს გაყვე “სბორებზე” და საღამოს,
სადღაც კოხტა გორის ძირში თან მის სუნთქვას უსმენდე და თან ბუტებს უწმენდდე… ნუ ამ დროს, მთვრალ ინსტრუკტორსაც აკონტროლებდე…
-ბედნიერებაა დედას დაასწრო გაღვიძება და ყავა მოუხარშო…
-ბედნიერებაა “ლატარია”
ითამაშო სამეზობლოში და მთელი ოჯახი დასასვენებლად წაიყვანო,
მერე რა,
რომ არასეზონზე …
სამაგიეროდ ბანკის პროცენტი არ “გხევს შუაზე”….
-ბედნიერებაა უყურო ტელევიზორს და არ გაგიჟდე…
-ბედნიერებაა,
სახელდახელოდ გამომცხვარი ხაჭაპური,
თუნდაც მარილიანი მაკარონით…
მთავარია იყოს ის, ვინც უნდა დააგემოვნოს…
-ბედნიერებაა,
როცა ყველა მოატყუე, და ის ერთადერთი აგერ, სულ რაღაც გაწვდილი მკლავის მანძილზეა….
-ბედნიერებაა,
როცა ყანჩელი ძარღვს გიბერავს,
დოჩანაშვილი ნერვს,
და მერე ჭაჭა ორივეს გილაგებს შენს ჩამორჩენილ მსოფმხედველობაში….
მაგრამ ყანჩელი მაინც აღწევს გარქოვანებულ
რქოვანაში…
-ბედნიერებაა
ჯერ :
-დეე…მალე ამოვალ, მერე კი, ასე უცებ
-ბეე… ამოვდივარ…
-ბედნიერებაა ერთ “პლაშჩადკაზე”, რომ მარილი, შაქარი და თურქული “პენკიანი” ყავა
“ობშიაკია”
-ბედნიერებაა სუფთა ჰაერში ჩაღვენთილი ნაკვერჩხლის სურნელი,
-ორპირში “მაინც” ანთებული სანთელი,
-დასიზმრებული
მფარველი ანგელოზი,
-მოფრენილი მტრედი და გაფრენილი ურცხვი მუზა…. შენთან ხომ ვერ გაშლიდა ფრთებს…
– ბედნიერებაა ფანჯარა,
რომლიდანაც არ გაფრინდი…
ან არაა ბედნიერება?
-მოკლედ,
ბედნიერება დეტალებში და
შორისდებულებშია,
ჩვენ კი სადღაც შორს ვეძებთ….
ბედნიერებაა,
როცა ყოველი დღე, როგორც უკანასკნელია და ეს არ გაშინებს…”
თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved