• რეკლამა
  • კონტაქტი
15:23, პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

BBC-იმ გამაფრთხილა, რომ “ოცნების” სამიზნე შეიძლება გავმხდარიყავი – გელა ხასაია

ალია ავტორი - ალია
19:46 12-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
908

BBC-გან იყო გაფრთხილება, რომ “ოცნების” სამიზნე შეიძლება გავმხდარიყავი – ამის შესახებ განცხადება დაპატიმრებულმა “გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“თავს დამნაშავედ არ ვცნობ ეს ყველაზე კარგად იცის ვასილმა, და ასევე ე.წ ნეიტრალურმა მოწმემ რომელიც ამ ადამიანის ნათესავია , რაც შეეხება ჩემს დაკავებას, პირველ რიგში პროკურორს მინდა ვკითხო, მან პირველ სხდომაზე თქვა, რომ გამოკითხვაზე დამიბარეს და დამირეკეს ტელეფონზე, შემდეგ უფლებადამცველმა ამოიღო ჩანაწერი და ვერ ნახა ზარი, მაშინ როგორ აღმოვჩნდი განყოფილებაში, სადაც დალუქულია ნივთები, პური და საკვები პროდუქტები და თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რომ გამოკითხვაზე ადამიანი ამგვარი პროდუქტებით მიდიან.

BBC-ის სიუჟეტზე მინდა ვთქვა, ეს გამოძიება თითქმის 1 წელია მიმდინარეობს და მათთან მქონდა ძალიან ხშირი კომუნიკაცია და მათგანაც იყო გაფრთხილება, რომ ჩემ მიმართ შეიძლება ქართული ოცნების სამიზნე გავმხდარიყავი და ეს ჩემი სიტყვები არაა ეს. მე ისედაც ვიცოდი მაგრამ ამ ადამიანებმა გამაფრთხილეს, ვინც ფილმი მოამზადა, სადაც მე ჩემს ისტორიას ვყვებოდი, მათი მხრიდან მინიშნებაც კი არ იყო კითხვები თუ მე რა ზიანი მივიღე კონკრეტულად წიწაკის სპრეით, გვეკითხებოდნენ თუ რა გვახსნდება და როგორ ვგრძნობდი თავს, არანაირი პროვოცირება არ იყო მათი მხრიდან, ისიც არვიცოდი, რაზე აკეთებდნენ ფილმს, ის ვიცოდი მხოლოდ, რომ ფილმი ეძღვნებოდა ქართველი ხალხის პროტესტს, ბრძოლას”, – ამბობს გელა ხასაია. 

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved