• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

BBC ღარიბაშვილის შესახებ: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ ბინაში 6.5 მილიონი დოლარის შენახვა ედება

ალია ავტორი - ალია
11:00 10-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ ბინაში 6.5 მილიონი დოლარის შენახვა ედება, – აღნიშნული სათაურით სტატიას BBC-ი აქვეყნებს.

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით სასამართლოში წარდგა. ეს ვითარების შოკისმომგვრელი ცვლილებაა საქართველოს დე-ფაქტო ლიდერის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისთვის. მან კორუფციის ბრალდებებში დანაშაული აღიარა, რაც 12 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. მას 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, „ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების დაკავებების სერიაში უახლეს შემთხვევას წარმოადგენს“.

„თუმცა, ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე საქართველოს მმართველი ელიტის მაღალი რანგის წევრის წინააღმდეგ აღძრული პირველი პროცესია და ეს მმართველი პარტიის მიერ დასავლეთისგან დაშორებით, ავტორიტარული კურსის აღების ფონზე ხდება“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ „აღნიშნული კორუფციის საქმე დრამატულ დაცემას წარმოადგენს პოლიტიკოსისთვის, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე, 2011 წლამდე ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა“.

„2014 წელს მან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. თუმცა, ის ბოლო წლებში საქართველოს ევროკავშირიდან დაშორებას ხელმძღვანელობდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ახლო კავშირები დაამყარა და აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება იყო“, – წერია სტატიაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved