• რეკლამა
  • კონტაქტი
23:11, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბავშვს შიმშილისგან სკოლაში გული წაუვიდა, შერცხვა და მიზეზი ვერ თქვა” – ოჯახი, რომელსაც ასახლებენ

ალია ავტორი - ალია
20:39 10-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

6 ოქტომბერს, სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მე-4 კლასელმა ბიჭუნამ გაკვეთილზე შიმშილისგან გონება დაკარგა და ძლივს მოასულიერეს. მიზეზი, თუ რის გამო დაებინდა გონება, პატარამ დამალა – მასწავლებლის და კლასელების შერცხვა…

ბოლო რამდენიმე დღეა 10 წლის გიორგისა და მის დებს, 13 წლის ლიანას და 7 წლის ვიკას საჭმელი არ უჭამიათ. მათი საუზმე, ვახშამი და სადილი ნახევრად დამტკბარი ჩაია…

პატარების გასაჭირი მხოლოდ შიმშილი არ არის, რამდენიმე დღეში ქირის გადაუხდელობის გამო, იმ ბინას დაატოვებინებენ, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ.

„პრაიმტაიმს“ ამ ბავშვების დედამ, ციალა წეველიძემ მიმართა.

„წარმოშობით კახეთიდან ვარ, ლაგოდეხიდან. პატარა ვიყავი როდესაც ჩემი მშობლები თბილისში გადმოსახლდნენ. დაოჯახების შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე სოფელ დიღომში ქირით გადავედით.

არ გვილხინდა, მაგრამ არც გვიჭირდა. ჩემი ქმარი „პერფერატორზე“ მუშაობდა და დღიურად 50 ლარს უხდიდნენ.

ერთ დღესაც ძლიერი კუჭის სპაზმური ტკივილით საავადმყოფოში გადავიყვანეთ, აღმოჩნდა, რომ თიაქარი ჰქონდა, მერე საყლაპავ მილზეც შეექმნა პრობლემები.

ქირის გადახდა, რომ ვეღარ შევძელით, რუსთავთან მდებარე სოფლებში დავიწყეთ ბინის მოძებნა, მაგრამ იქაც ძვირი ღირდა… ამ ხეტიალის დროს, შემთხვევით გადავაწყდი, სოფელ კრწანისისკენ მიმავალ გზაზე მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ შენობას.

სხვა გამოსავალი რომ აღარ გვქონდა, გადავწყვიტე ვიღაცის ნანგრევებში თვითნებურად შევსახლებულიყავით.

იქვე ვაგროვებდი ჯართს, რომელსაც ვაბარებდი და მიღებული გროშებით შვილებს ვკვებავდი. მერე ვიღაც ღვთისნიერმა ადამიანმა ვიდეო გადაგვიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოვიდნენ ადამიანები და დაგვეხმარნენ. ერთმა ფონდმა 2 ათასი დოლარი გადმოგვცა საჩუქრად, საჭიროებისამებრ გამოიყენეთო. სახლისთვის რაიმე ნივთები, რომ მეყიდა, სად უნდა წამეღო, ამ ნანგრევებიდან როდის გამომასახლებდნენ ეგეც არ ვიცოდი.

როცა ხალხს გავაგებინე, რომ იმ ფულით სოფელ კრწანისთან 450 კვადრატული მიწის ნაკვეთი ვიყიდე და მადლობის წერილი სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

უამრავმა ადამიანმა მომწერა, ძალიან კარგი ქენი, რომ ის ფული არ დახარჯე და შენი შვილებისთვის რაღაცის შექმნა გინდაო. ისევ კეთილი ადამიანების დახმარებით, დავიწყეთ ამ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობა.

ერთმა ადამიანმა ბლოკი, ზოგმაც ცემენტი, ქვიშა და ხის მასალა მოგვიტანა. ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა დააპროექტა ბინა და დავიწყეთ მშენებლობა.

მე და ჩემს მეუღლეზე, რომ ყოფილიყო დამოკიდებული უფრო პატარა სახლს ავაშენებდით, გავმართავდით და უკვე იქ ვიცხოვრებდით, მაგრამ პროექტი ვეღარ შევცვალეთ და საერთო ჯამში 70 კვადრატული ზომის ერთ სართულიანი სახლი ავაშენეთ.

მე და ჩემი ავადმყოფი მეუღლის ამოყვანილია კედლები. ჭერისათვის ხის კარკასიც გავმართეთ, მაგრამ სახურავი არ გვაქვს და ჯერ არ გადაგვიხურია. ერთმა არაჩვეულებრივმა გოგონამ სახლისთვის ფანჯრები და რკინის კარი გვაჩუქა.

იმის გამო, რომ სახლში არც „სტიაშკა“ გვაქვს დასხმული და არც გადაგვიხურია, ვერ შევდივართ საცხოვრებლად. ახლა, როცა ბინის მეპატრონე ქირის გადაუხდელობის გამო მალე გამოგვიშვებს აქედან, მოგვიწევს გადაუხურავ, უიატაკო, ცარიელ კედლებში შესვლა და მთელი ზამთრის იქ გატარება. როგორ გადავიტანთ სიცივეს ღია ცის ქვეშ, არ ვიცი…

ძალიან გვიჭირს, სახლში დღეს საჭმელი არ გვაქვს. გუშინ გიორგი სკოლაში მის საყვარელ გაკვეთილზე შიმშილისგან შეუძლოდ გახდა. გული წაუვიდა.

მასწავლებლის და ბავშვების ხმამ გამომაფხიზლა, ბავშვმა მითხრა შემრცხვა და მიზეზი ვერ უთხარი, რის გამო წამივიდა გულიო. დღესაც დამშეული მოვიდა სკოლიდან, ჩაი და ნაჩუქარი ძველი მურაბა ვაჭამე.“- ამბობს ციალა.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება 360 ლარია. უსახსრობის გამო, ციალას მეუღლე რამდენიმე წელია ექიმთან არ მისულა. გაუსაძლისი ტკივილები არ აძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაოს. მცირეწლოვანი შვილების გამო ვერ მუშაობას ციალაც.

„ჩემი მეუღლე ობოლია, დედაჩემი კი რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, ინსულტი სამჯერ გადაიტანა. ახლა გარდაბნის რაიონის, სოფელ ფოლადაანთკარში 7 კვადრატული ზომის ხის ფიცრულში ცხოვრობს. შესაბამისად, წასასვლელიც არ მაქვს..“ – ამბობს ციალა.

ციალას სჯერა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ამ ზამთარს შვილებთან ერთად თბილ თავშესაფარში გაატარებს. სჯერა ისიც, რომ მის შვილებს ჩაისთან ერთად საჭმელიც ექნებათ. სჯერა, რადგან კეთილი ადამიანები, ჯერ კიდევ არსებობენ…

GE27TB7862445164300003

GE67BG0000000162676073

მიმღები ციალა წეველიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved