• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბავშვს რომ თვალი ამოუვარდა, პასუხი რაში აგო? – გგონიათ, მოგიშვებთ ხელისუფლებაში? – მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
15:33 02-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

მეუფე იაკობი გამოეხმაურა ნიკა მელიას უარს გირაოს გადახდის შესახებ და თქვა:

„ეკლესიაზე რაც ხდება, ხომ იცით, რომელი პარტიული ტელევიზიები გვიტევენ ხოლმე, ხომ კარგად იცით, რას გავს ეგ, ვთქვათ, გინდათ მოსვლა, მოგიშვებთ ხელისუფლებაში? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? პირდაპირ გეუბნებით, რომელიმეს ავტორიტეტი აქვს თუ რა, ხალხს უყვარს თუ რა?

მე არავის დაჭერა მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან, მსოფლიოში ბევრ პოლიტიკოსს ვიცნობ, ამათ პოლიტიკოსობისას ვერაფერს ვატყობ, თუნდაც ოპოზიციას.

ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მხოლოდ ამ ძალებს დავტოვებთ? პოლიტიკაში გათვლებიც არ იციან, ხელისუფლება ყოველთვს იღებს ხმების სადღაც 30 პროცენტამდე, კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდით, ანუ მეორე ძალა ახლა რომ არის მთავარი ოპოზიცია, აღარ იქნება მთავარი ოპოზიცია. ჩვენ საქართველოს ასე უფსკრულში არავის გადავაჩეხინებთ. კარგად ნახავენ, ქვეყნის ღალატს თავი დაანებონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება კითხვას, ეკლესიის ჩარევის გარეშე ხელისუფლება ვერ შეიცვლება? მეუფე იაკობი პასუხობს, რომ ოპოზიციას ხალხი ვერ გამოყავს.

„ხალხის გამომყვანი ოპოზიცია რომ არ არის, რამდენი ხანია, წვალობენ, ჯახირობენ, 20 ივნისის ღამე რომ ავიღოთ, პასუხისმგებლობა მაგათ ეკისრებათ, საწყალ ბავშვებს თვალები დაეთხარათ, კიდევ უფროსი თაობის ადამიანებს თვალები დაეთხარათ და არც ერთ პოლიტიკოსს არაფერი არ მოსვლია. თუ გადახედავთ ამერიკას, მე არავის მხარეს არ ვიჭერ, ტრამპის პერიოდში როცა კაპიტოლიუმში შევიდნენ, პირდაპირ დამიზნებითაც დახოცეს ადამიანები. მე განა ვამართლებ, მაგრამ იმას გეუბნებით, რომ მიხვედი, ბავშვს გადაეფარე? ბავშვს რომ თვალი ამოუვარდა, პასუხი რაში აგო?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფემ იაკობმა 20 ივნისთან დაკავშირებით გიორგი გახარიაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება.

„ყველას პასუხისმგებლობაა. მე ამას ვამბობ, მაგრამ მოსვლა რომ გინდა, სად მოდიხარ, ჯერ 22 პროცენტი ჩაბარებული გაქვს, ჩვენთან თურმე ტაძარი აუშენებიათ რუსებს. 22 პროცენტზე კაპიტულაციაზე მე მოვაწერე ხელი, ეკლესიამ მოაწერე ხელი ვინმესთან? ჩვენს ტიტულზე რუსიც კი მოგვიხსენიებს ეხლა, პატრიარქს რაც აქვს, ჩვენთან შემოდის ისევ.

რომ ჩააბარე აფხაზეთი, წესიერად გაქვთ დოკუმენტი წაკითხული? გამყიდველები მოიკითხეთ თქვენთან, პოლიტიკოსებში. ასე თუ მოიქცევით, ახალი ძალა იქნება, დაელოდეთ და ნახავთ. ეკლესიას თუ შეუტევთ, ძალიან კარგად ვიცი, რომელი პარტიის ტელევიზიები, იმათი ხელმძღვანელები, რას ფიქრობენ, „ოცნებას“ როგორც ელაპარაკებიან, მასე გავაბედინებ იმათ ლაპარაკს? თავიანთ ადგილს ვანახებთ ყველას“

თეგები: მეუფე იაკობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved