• რეკლამა
  • კონტაქტი
12:08, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბავშვს ბანაკში დასაძინებლად დამამშვიდებელი დაალევინეს… ბანაკელმა ბავშვებმა უკვე იციან, რომ თუ ღამე ვერ დაიძინებენ, არსებობს წამალი რომელიც დააძინებთ – როგორია?“ – რას პასუხობს მშობელს ბანაკის დამფუძნებელი

ალია ავტორი - ალია
17:28 03-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
626

მოზარდს ზამთრის სასრიალო ბანაკში დამამშვიდებელ წამლებს ასმევდნენ – ამის შესახებ ერთ-ერთი მშობელი სოციალურ ქსელში წერს.

თაკო კოსტავა თქმით, ბავშვს დამამშვიდებელი „ვალერიანი” ძილის წინ, მასთან შეთანხმების გარეშე მისცეს, ასევე, დაალევინეს ხველის წამალი.

ზამთრის სასრიალო ბანაკებში როცა გაუშვებ შვილს, თურმე იმაზეც უნდა ინერვიულო ძილის წინ ვალერიანის დამამშვიდებლით რომ არ დააძინონ. კარგად გამოკვლეულ და ნაქებ ბანაკში გავუშვი ანდრო და რომ ჩამოვიდა, ღამის სამ საათამდე ვერ დაიძინა. მიზეზი რომ ვკითხე, იქ ძილის წამალს მასმევდნენ როცა ვერ ვიძინებდი და შემდეგ მარტივად მეძინებოდაო.

ძილის გარდა, თურმე ხველის წამალსაც ასმევდნენ, არც ერთ წამალზე ინფორმაცია არ მქონია. სამწუხაროდ, ბანაკელმა ბავშვებმა უკვე იციან, რომ თუ ღამე ვერ დაიძინებენ, არსებობს წამალი რომელიც დააძინებთ – როგორია?

კიდევ უამრავი რამით ვარ უკმაყოფილო. მაგრამ. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ანდროს, რომელსაც adhd აქვს და არანაირი დამამშვიდებელი არ მიმიცია არასდროს, ბანაკში იმდენად უპასუხისმგებლო ექიმი შეხვდა, რომ ალბათ არც წაიკითხეს ეს ინფორმაცია, როცა მივაწოდე”, – წერს თაკო კოსტავა.

მშობლის პოსტს უპასუხა “მწვანე ბანაკის” დამფუძნებელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა. მან მომხდარი დაადასტურა და თქვა, რომ იღებს პასუხისმგებლობას და ბოდიშს იხდის.

ბანაკში ოთხი ნდობით აღჭურვილი ექიმი მყავს, რომლებიც ცვლიან ერთმანეთს და მაქვს მათთან მკაცრი წესი/შეთანხმება, რომ მშობლის ნებართვის გარეშე არცერთი (!!), არანაირი მედიკამენტი არ მისცენ ბავშვს.

სამწუხაროდ, ეს შეთანხმება დაირღვა ორი ბავშვის შემთხვებაში, რომელთაც, თითო აბი მწვანე ვალერიანი მისცა ერთ-ერთმა ექიმმა თვითნებურად. ასევე, ყელის საწუწნი მწვანე აბი, isla moos, უვნებელი, გვერდითი ჩვენებების გარეშე.

თუმცა, მიუხედაცად ამისა, ნებისმიერი მედიკამენტის მიცემა ბავშვისთვის უნდა იყოს შეთანხმებული მშობელთან! საჯაროდ ვიხდი ბოდიშს და ყველანაირ ზომას მივმართავ, რომ მსგავსი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს”, – დაწერა მაკუნა გოჩიაშვილმა.

ტვპირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved