• რეკლამა
  • კონტაქტი
22:00, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის გაწირვა რომ შეგეძლოთ, არ გაწირავთ? – ნინო დარსაველიძე

ალია ავტორი - ალია
12:53 07-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

“გაჩნდა კოვიდის შტამი, რომელიც არ ინდობს ბავშვებს.  აქ ვეღარ იტყვი, რომ ვისაც უნდა – აიცრას. ვეღარ იპოვით ნუგეშს ვერც გარდაცვლილის ასაკსა და ქრონიკულ დაავადებებში, არ არსებობს ნუგეში, როცა ბავშვი კვდება. – ასეთ ემოციურ პოსტს წერს სოციალურ ქსელში საქართველოს აუტიზმის საზოგადოების დამფუძნებელი, “გირჩის” ყოფილი წევრი ნინო დარსაველიძე და სვამს კითხვას, ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის გაწირვა რომ შეგეძლოთ, არ გაწირავთ? 

“შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამე უფრო აპოკალიპტური, ვიდრე ქიმიურ კომაში შეყვანილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ბავშვი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის და მარცხდება? 
მე არა. იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი რამ. ევოლუციამ იზრუნა,  რომ მაგაზე მეტი უბედურება ვერ წარმოგვედგინა და თუ ვინმეს შეუძლია ამაზე უარესის წარმოდგენა, ბუნების შეცდომაა მისი გონება. და აი ისიც.  როცა უკვე აღარაფრის ძალა აღარ გვაქვს ზრდასრულებს, იმიტომ რომ ძალიან მაგრად დავიღალეთ, 2020 -ში, იმიტომ რომ 2020-ში ხანდაზმულები უნდა გადაგვერჩინა,  2021-მა ახალი კარტი გახსნა და ამოცანა გართულდა. 
გაჩნდა კოვიდის შტამი, რომელიც არ ინდობს ბავშვებს.  ზრდასრულებს  გვაქვს მცირედი არსენალი, რომ ეს ბავშვები დავიცვათ: პირბადე, დისტანცია და აცრა. ეს უკანასკნელი ბავშვებისთვის არაა ხელმისაწვდომი, სამაგიეროდ ხელმისაწვდომია თქვენთვის. აქ ვეღარ იტყვი, რომ ვისაც უნდა- აიცრას. ვეღარ იპოვით ნუგეშს ვერც გარდაცვლილის ასაკსა და ქრონიკულ დაავადებებში, არ არსებობს ნუგეში, როცა ბავშვი კვდება.
მორწმუნეებო, თქვენ ვისაც დღეს გიყვებიან, რომ აცრა ანტიქრსიტემ მოავლინა თქვენს დასამონებლად და ამის გჯერათ, ისიც დაუშვით, რომ ცრუ მესიაა თქვენს თვალწინ და ანტიქრისტე გელაპარაკებათ მისი პირით. წერია ეს სახარებაში, თუ წაიკითხავთ.  ვინც გეუბნებათ, რომ აცრას თუ გაიკეთებთ, 3 წელიწადში მოკვდებით, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის გაწირვა რომ შეგეძლოთ, არ გაწირავთ?  თუ მაინც და მაინც იქამდე უნდა მიხვიდეთ, რომ ეს სიტყვები ფორთხვით იმეოროთ, როცა უკვე აზრი აღარ იქნება, იმიტომ, რომ შეგეძლოთ, მაგრამ ხატია სიჭინავას და მამა შალვას დაუჯერეთ? – წერს ნინო დარსაველიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved