• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბავშვების აღზრდა არ ვიცით. მათთან მოქცევის წესიც არ ვიცით, ამიტომაც არ გვიჯერებენ – ავტორიტეტი არა ვართ…”

ალია ავტორი - ალია
19:49 07-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

იურისტი, თეოლოგი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგედიაა იმ ტრაგედიათა კასკადში რომელსაც ბოლო აღარ უჩანს…

ეს მათი ტრაგედიაცაა ვინც ეს ჩაიდინა…მათი ოჯახების ტრაგედიაცაა…

კიდევ ერთი ახალგაზრდა წარმატებული ბავშვის დასრულებული ამქვეყნიური ცხოვრება, რომელსაც ოჯახს ვერავინ ჩაუნაცვლებს, მის დანაკლისს ვერაფერი შეუვსებს…კიდევ ერთი შვილგარდაცვლილი დედის და მამის მარადიული ღია ჭრილობა, რომელსაც დროც ვერ კურნავს…

ჩვენ ძიძებს ვაზრდევინებთ შვილებს, ძიძებს რომელიც სახლში დატოვებულ თავიანთ შვილებზე ფიქრობენ… შვილებს ვაძლევთ საკვებს, ტანსაცმელს, არ ვეუბნებით უარს არაფერზე, რასაც მოისურვებენ. ხშირად ვხვდებით კიდეც, რომ მათი სურვილები მათთვისვე მავნეა მაგრამ მაინც ვრთავთ ნებას აღასრულონ.

ჩვენც ვეხმარებით. გაუაზრებლად, ინსტიქტურად მივყვებით მათ არასწორად არჩეულ გზაზე. სიყვარულის სახელით ვაკეთებთ ამას…ოჯახში დედას და მამას მონატრებულებს და რეალურ აღზრდას მოკლებულებს სკოლაში ვუშვებთ და ვკმაყოფილდებით იმით, რომ მთავარია კარგად შევმოსეთ, ბოლო ტექნიკური მიღწევის მობით აღვჭურვეთ და სინამდვილეში კი ამით ჩვენვე დავრჩით თვითკმაყოფილნი…ეს გვგონია მთავარი…

ვცდებით, თან რა მწარედ… სკოლიდან თუ კარგ ქულებს მოიტანს ხომ კარგი თუ არადა ვიზამთ მაინც რამეს. სადმე მოვახვედრებთ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში, ჩვენივე არჩეულ ფაკულტეტზე. გადაუხდით გადასახადებს…მთავარია დიპლომი ჰქონდეს…

სინამდვილეში არ ვიცით რა უნდათ სად უფრო მოახდენენ თავისი ნიჭის განვითარებას რა გარემოში მოახდენენ ადაპტირებას… არ ვიცით… ხოო არ ვიცით…არ ვიცნობთ და მაგიტომ… არ ვესაუბრებით, არ ვუსმენთ რა აწუხებთ, რას ფიქრობენ, რაზე ოცნებობენ, რა არ მოსწონთ ან რა მოსწონთ… არ ვარკვევთ ვისთან ერთად და როგორ გარემოში უწევთ მთელი დღის გატარება….

ჩვენ ისიც არ გადაგვიწყვეტია რა საზოგადოება გვინდა ვიყოთ, როგორი ახალგაზრდები გვჭირდება. ჩვენ ბავშვების აღზრდა არ ვიცით. მათთან მოქცევის წესიც არ ვიცით. არ ვართ მაგალითი. ამიტომაც არ გვიჯერებენ რადგან ავტორიტეტი არა ვართ…

ქვეყანაში განათლების პოლიტიკა არ გვაქვს განსაზღვრული. როგორი მეთოდით და რა სახის განათლება უნდა მივცეთ ბავშვებს. არ გვაქვს ნაფიქრი როგორი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად უნდა გავზარდოთ ისინი…თავისუფლებისა და დემოკრატიის არასწორი გაგებით ვულაყებთ თავს. ავტორიტეტებს ვებრძვით. რელიგიას ვებრძვით, სასულიერო პირების დისკრესიტაციით ეკლესიას ვაძულებთ. ამით კი რწმენას ვუნგრევთ, რწმენას რომლითაც უნდა გადარჩნენ, ცხოვრებისეულ სიძნელეებს გაუმკლავდნენ. ამას ყველაფერს დემოკრატიის სახელით ვაკეთებთ…

ახალგაზრდები უყურებენ, რომ ყველა კრიტიკდება. კარგის მქმნელიც და ცუდის მქმნელიც. ამ დროს კი რეალობის გარჩევა უჭირთ და არც არავინ მიუთითებს ამ ქაოსში სწორ გზას, არავინ ასწავლის არსებითად თეთრის და შავის გარჩევას. ამის შემდეგ კი გვიკვირს რატომ არ იქცევიან ისინი გონივრულად და ბრძნულად. რატომ არ იქცევიან ისინი როგორც დიდები…

ბავშვის აღზრდაში ოჯახის სკოლის და ეკლესიის ერთობლივი ჩართულობა გოიმურ და საქილიკო ცნებებად ვაქციეთ…მერე კი შედეგად ვიღებთ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს, თვითმკვლელ ლუკა სირაძეს და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენ გზააბნეულ მკვლელ და მოკლულ ახალგაზრდას… მოკლულებს დავსტირით და ვმარხავთ, მკვლელებს კი ვქოლავთ. ვქოლავთ სამართლიანობის სახელით. ისე განვსჯით ვითომცდა ისინი ჩვენივე გაზრდილები არ იყვნენ…

აღარ სრულდება. მეორდება და მეორდება ერთი და იგივე. მერე ვიგლეჯთ გულებს და ნაწილებად ვატანთ იმ ქვეყნად თითოეულს…გამოსავალზე კი არავინ არ ვფიქრობთ…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved