პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 26 წლის როზეტა ყალიჩავას, (რომელსაც 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა), ოჯახი დახმარებას ითხოვს :
„ჩვენ ვითხოვთ, რომ როგორც მიცვალებულის გადმოსვენებაში ყველა სახელმწიფო უწყება დაგვეხმარა, ისე დაგვეხმაროს როგორმე ბავშვების ჩამოყვანაში. ბავშვები სოციალურ ბაღში არიან, საჭმელს არ ჭამენ, ტირიან და დედას ითხოვენ. როგორმე, რომ ბავშვები ჩამოვიყვანოთ, გაიჟღერა, რომ მამის თანხმობა არისო საჭიროო, როგორმე იქაურმა სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ მოაგვარონ, მამობა ჩამოართვან და ამ ოჯახს დაეხმარონ მეურვეობის მიღებაში“, – ამბობს ოჯახის ახლობელი ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან.
ცნობისთვის, 26 წლის როზეტა ყალიჩავა, 24 მაისს ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
კომენტარები