• რეკლამა
  • კონტაქტი
09:06, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბატონო ვახო, ნათელმირონობა 9 თაობას გადაეცემა” – ნიკა გოგაშვილის წერილი გომელაურს

ალია ავტორი - ალია
01:42 09-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,285

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი, შს მინისტრ გომელაურს მიმართავს და წერს:

:ბატონო ვახო, ჩვენი ნათელმირონობა მიუხედავად ჩვენი დღევანდელი ურთიერთობისა 9 თაობას გადაეცემა და მართლმადიდებლურად ყველაზე ახლო ნათესაურ კავშირზე უფრო მტკიცეა. არასდროს არც გულში ბოროტებას არ ვიდებ და მითუმეტეს შურს. მე ღმერთის ძიებაში ვარ და 16 ივლისის შემდეგ თქვენი დამსახურებით უფრო გავძლიერდი რწმენაში. 16 ივლისს ჩემს თვალწინ ათრიეს მამაჩემი და წიხლები ურტყეს.
დედაჩემს, რომ უყვიროდნენ მე მესმოდა,ჩემ 10 წლის ძმას, რომ მიუშვირეს იარაღები და ოთახში გამოკეტეს მაშინაც მესმოდა, ჩემი 4 წლის შვილს დღემდე, რომ უნებლიე შარდვა აქვს ესეც თქვენი გუნდის დამსახურებაა, მეც მათრიეს იარაღებით თავზე და ყოველ საღამოს სანამ ვიძინებ 16 ივლისი მოდის ჩემს გონებაში და ყოველ ღამე ვხედავ იმას, რაც “ფილანტროპის”ბრძანებით ჩატარდა ჩვენს სახლში. მიუხედავად ყველაფრისა ჩემში შურისძიების სურვილი არ გაღვივებულა იმიტომ, რომ მე ესე გამზარდა თქვენგან საძულველმა მამაჩემმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამავიწყდება ან არ ვიბრძოლებ.პირიქით სისხლის ბოლო წვეთამდე და ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ მამაჩემისთვის და ჩემი ოჯახისთვის. არაფერია იმაზე საშინელი, რაც მე გამოვცადე იმ ღამეს. ვუყურე როგორ ათრიეს მამაჩემი, და მე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მესმოდა, როგორ ლაჩრულად ექცეოდნენ დედაჩემს და ვერაფერი ვერ გავაკეთე დასახმარებლად, ჩემი შვილი გამოკეტეს ოთახში და ვერაფერი ვერ გავაკეთე, ჩემ ძმას ავტომატები მიუშვირეს და ვერაფერი ვერ გავაკეთე იმიტომ კი არა, რომ მეშინოდა, არა გაკოჭილი ვეგდე მეც და თავზე იარაღები მედო. სიმართლე, რომ გითხრათ იმ ღამეს მე მოვკვდი. ღმერთმა არასდროს არ გამოგაცდევინოთ ეს ყველაფერი არც თქვენ და არც თქვენს ოჯახს, რომელსაც მე დღემდე პატივს ვცემ.

აი ამ ყველაფრის შემდეგ მეც და ჩემმა ოჯახმაც დავკარგეთ შიშის გრძნობა.”

თეგები: ვახტანგ გომელაურინიკა გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved