• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბატონო რომან, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ სად გაგონილა, რომ ცოცხალი ადამიანის სახელს არქმევდნენ მეტროს სადგურს? არ არის თქვენი მხრიდან ეს კარგი საქციელიო“ – რას იხსენებს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
00:18 12-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,439
პარალმენტარი რომან გოცირიძე:
„მეტროსადგურ “დელისთან” ვცხოვრობდი. ერთ მშვენიერ დღეს სახელი გადაარქვეს და “გოცირიძე” უწოდეს. ერთმა გოცირიძემ მსოფლიოში უნიკალური მოსკოვის მეტროპოლიტენი ააშენა და მოსკოვის მთავარი არქიტექტორიც იყო, მეორემ, მისმა ძმამ-თბილისის მეტროპოლიტენი.
მოვდივარ სახლიდან მეტროსკენ ფეხით და წინ ერთი მოხუცი ქალი შემხვდა, გამჭვირვალე ცელოფნის პარკში რძის ნაწარმი ეწყო და და მაღაზიიდან სახლისკენ მიემართებოდა. კვიმატი სახე ჰქონდა. უცბად გამაჩერა და მომმართა: “ ბატონო რომან, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ სად გაგონილა, რომ ცოცხალი ადამიანის სახელს არქმევდნენ მეტროს სადგურს? არ არის თქვენი მხრიდან ეს კარგი საქციელი”. ავუხსენი, რომ ეს ჩემი ნების გარეშე მოხდა და შევეცდები, რომ გამოვასწორებინო ხელისუფლებას ეს შეცდომა. შევატყვე, კმაყოფილი დარჩა.?
გავიდა რამდენიმე წელიწადი. ზუსტად იმ ადგილას, ისევ ცელოფნის პარკით ხელში, ის ქალი შემომხვდა. მომესალმა, საუბარი გამიბა. იმ დღეებში ორასლარიანი გამოვუშვით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტით. გავიფიქრე, დავიღუპე, მეტყვის ახლა, ვის გაუგია ცოცხალი ადამიანის ფულზე გამოსახვაო. ცოტათი კი ვგავდი ქაქუცას-ულვაშებით მაინც.?მოკლედ მიმოიხილა არსებული პოლიტიკური ვითარება და ჩემდა გასაკვირად შენიშვნის გარეშე დამშორდა. მაშინ უკვე მეტროს სადგურს კვლავ დაუბრუნეს დელისის სახელი და ალბათ იფიქრა, რომ პირობა შევასრულე.
ახლა “გოცირიძე” სხვა სადგურს ჰქვია, დაუმთავრებელ მშენებლობას. ვიღაცას უთქვამს კალაძისთვის, არაფერი ეშველება ამ საქმეს, სანამ რომელიმე გოცირიძეს არ ჩავაშენებთ სურამის ციხის მსგავსადო.
რა გაეწყობა, მზადა ვარ გავწირო თავი“
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved