• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბატონო მიხეილ, თქვენი კანონპროექტით პატიმრებს ერთი თვეც არ აკლდება” – ნათია ჩხეტიანი

ალია ავტორი - ალია
22:58 12-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი:

“ბატონ მიხეილ სარჯველაძეს!

გავეცანი თქვენს კანონპროექტს ამნისტიის თაობაზე.

ძალიან მოხარული ვარ, რომ დღის წესრიგში დადგა პანდებიის საფუძვლით პატიმართა შეზღუდული უფლებების კონპენსირების საკითხი, მაგრამ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის შეზღუდვის კომპენსირება არის სამართლებრივად არასწორი.

ხანმოკლე პაემნის დროს პატიმარი მინის მიღმა ხვდება ოჯახის წევრს და ესაუბრება ტელეფონით. ტელეფონით საუბრის უფლება პატიმრებს შეზღუდული არ ჰქონიათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და სასისოცხლო უფლება, რომელიც პატიმრებს შეეზღუდათ პანდემიის გამო არის ხანგრძლივი, 24 საათიანი პაემნით სარგებლობის უფლება.

ეს არის ადამიანის და მითუმეტეს პარიმრის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, რესოციალიზაციის კუთხით, რომელიც განმტკიცებილია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით და წარმოადგენს პატიმრისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს.

სწორედ აღნიშნული უფლების შეზღუდვის გამო ძალიან ბევრ პატიმარს დაენგრა ოჯახი, მიიღო გამოუსწორებელი მორალური და ფსიქოლოგიური ტრამვა.

როდესაც შეზღუდულ უფლებათა კომპენსირების საკითხი დაისვა კანონპროექტში, უმნიშვნელოვანესია უფლებები შეფასდეს სამართლებრივი და ბუნებითი მნიშვნელობის ხარისხით.

ადვოკატთან ინდივიდუალურად შეხვედრის უფლება დღემდე შეზღუდული აქვთ პატიმრებს. ადვოკატის ოთახები დაკეტილია, მაგრამ მაინც ხერხდება კომუნიკაცია ხანმოკლე პაემნის ფორმატში, ანუ რაღაც ფორმით არსებობს ეს უფლება.

ხანგრძლივი პაემნის უფლება კი ისეთი უფლებაა, ვერანაირად ვერ მოხდებოდა მისი დაკომპენსირება და ამ საკითხის გვერდის ავლა კანონპროექტში გაუმართლებელია, დამატებითი მორალური ტრამვა იქნება პატიმრებისთვის.

პატიმრობაში მყოფ პირებს სწორედ ის პერიოდი უნდა დაუკონპენსირდეთ, რა ვადითაც შეზღუდული ჰქონდათ ხანგრძლივი, 24 საათიანი პაემნით სარგებლობის უფლება, რაც იქნება სწორი, სამართლიანი და კანონიერი მიდგომა შეზღუდულ უფლებათა კომპენსირების საკითხის განხილვის დროს.

თქვენი კანონპროექტით პატიმრებს ერთი თვეც არ აკლდება.

ხანგრძლივი პაემნის უფლების შეზღუდვის კომპენსირება კი 4-5 თვემდე შეღავათს მისცემს ყველა მსჯავრდებულს.”

თეგები: მიხეილ სარჯველაძენათია ჩხეტიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved