პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ, სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა:
„ბატონო იაგო, თქვენ ძალიან ოსტატურად, ენაწყლიანობით ცდილობთ შეფუთოთ ის, თუ როგორ თამაშობთ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს. გუშინაც და დღესაც ამას სიცილ-სიცილ, კისკის-კისკისში აკეთებთ…
გასაგებია, თქვენთვის სასაცილოა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმე დანაშაულებში დამნაშავე. თქვენ რომ ამას აბაიბურებთ და პოლიტიკაზე საუბრობთ, ადამიანმა სიკვდილამდე აცემინა პარლამენტის წევრი. უბრალოდ, სპორტსმენი იყო ის ადამიანი და გადარჩა. ამის გამო ზის ციხეში და მისჯილი აქვს. მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი და ხელი დააფარა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავეები გარეთ გამოეშვა. ამისთვის ზის ადამიანი ციხეში. რა პოლიტიკაზე საუბრობთ ვერ გამიგია, აბსურდის თეატრია. ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის და დღემდე არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, რა პოლიტიკაზე საუბრობთ?! სირცხვილი იცით რა არის? საერთოდ როგორ საუბრობთ ამაზე? სისხლის სამართლის დამნაშავეზე საუბრობთ, რომელ პოლიტიკაში ჩართულობაზეა საერთოდ საუბარი, კიდევ შესვლას და პოლიტიკურ პაემნებს ითხოვთ. ხომ აბსურდია, რომ დამნაშავეები გინდათ იყოთ პოლიტიკაში“
კომენტარები