• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბატონო გახარია, ამერიკის პრეზიდენტს სცალია დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
18:07 10-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

15 ოქტომბრის დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიმართება, გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, გახარიას აღნიშნული დებატები აშინებს და მიზეზად მოუცლელობა მოჰყავს.

“ბატონო გახარია ამერიკის პრეზიდენტს სცალია დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ, რომ თურმე დებატებისთვის ვერ იცლით. რეალურად ჩვენ ხომ ვიცით, რომ დებატების გეშინიათ, გეშინიათ მოხვიდეთ და ფაქტებით გესაუბროთ და და ასევე გეშინიათ იმის, რომ საზოგადოების მხრიდან ამაზე მკაცრ გაფრთხილებას მიიღებთ. 15 ნოემბერს 22:30 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ღია და საჯარო წილისყრით, რომელიც თქვენ თვითონ დააორგანიზეთ მე და თქვენ ერთ ჯგუფში ვართ, გელოდებით დებატებში! თუ თქვენ არ გეშინიათ ამ დებატების, მაშინ მობრძანდით.

დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვენივე თავს ეწინააღმდეგებოდით: ერთის მხრივ ამბობდით, რომ კორონა ვირუსის ადრეული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია და მეორეს მხრივ ამბობთ, რომ  მასობრივი ტესტირება არ გვჭირდებაო. თუ ტესტირება არ ჩაატარეთ, კორონა ვირუსის გამოვლენა როგორ უნდა მოხდეს? არ მეგონა თუ 5 თვის შემდეგაც ტესტირებაზე საუბარი ისევ მომიწევდა. ვიფიქრე, რომ ჭკუას მაინც ისწავლიდით და  ზაფხულის მანძილზე მოემზადებოდით, მაგრამ თქვენ სატელევიზიო კეკლუცობით, ნარცისიზმით და საკუთარი ქება-დიდებით დაკავებულები იყავით და თითქოს კორონა ვირუსი დაამარცხეთ, მოსამზადებლად კი არაფერი არ გააკეთეთ  და უფრო მეტიც 5 მლრდ. რომელიც ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა გამოგვიყვეს იქედან კაპიკი არ დახარჯეთ,რომ  სამედიცინო ინფრასტრუქტურა კორონა ვირუსის მეორე ტალღისთვის მომზადებულიყო, რომელზედაც თქვენ თვითონვე საუბრობდით.

დღეს ტესტირების შესაძლებლობა ნორმალურად ქვეყანაში არ არსებობს, ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლებ ტესტებს აკეთებთ. არც მიზნობრივი, არც სპეციალური და მითუმეტეს არც მასობრივი ტესტირება არ არის ქვეყანაში. ტესტი, ტესტი და ტესტი- ეს არის ერთადერთი გზა კორონა ვირუსის გავრცელების შესაზღუდად. დღეს მსოფლიო ბანკმა თავისი დასკვნა გამოაქვეყნა და თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე მილიონს ზემოთ, კიდევ 160 000 ადამიანი დამატებით სიღარიბეში გადავა და 400 000 ადამიანს ფაქტობრივად შემოსავლის სერიოზული პრობლემა ექნება. აი ეს არის იმ უსაქმურობის შედეგი, რომელიც თქვენ გაქვთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 15 ოქტომბერს, საღამოს 22:30 საათზე გელოდებით დებატებზე მე და თქვენ ხალხის თვალწინ გავცემთ ყველა შეკითხვას პასუხს, იქ უკვე ამდენი ტყუილების შესაძლებლობა, რასაც ახლა კადრულობთ ნამდვილად არ გექნებათ. ნუ გეშინიათ, მოდით და საზოგადოებას პასუხი გაეცით.ამერიკის პრეზიდენტს თუ სცალია დებატებისთვის, როგორმე თქვენ, ყოფილ რუსეთის მოქალაქე გახარიას დებატებისთვის უნდა გეცალოთ“ – გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved