• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბატონი ზელენსკი ძალიან მამაცი ადამიანია, მაგრამ ეს სიტყვები არ არის სამართლიანი. არაა სასარგებლო ადამიანების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება!”-ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის დირექტორი ივ კლოდი

ალია ავტორი - ალია
14:12 03-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,565

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის კრიტიკას, რუსეთში დარჩენასთან დაკავშირებით ფრანგული კომპანიების გადაწყვეტილებაზე, ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ივ კლოდმა უპასუხა

Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში ივ კლოდმა კითხვაზე, როგორ აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს მოსკოვის სამხედრო მანქანის სპონსორობაში Auchan-ის დადანაშაულებასთა დაკავშირებით, ივ კლოდმა უპასუხა:
 
„ბატონი ზელენსკი ძალიან მამაცი ადამიანია, მე მას პატივს ვცემ. თავის ქვეყანისთვის ომის კონტექსტში ის სამაგალითოა, მაგრამ ეს სიტყვები არ არის სამართლიანი. არაა სასარგებლო ადამიანების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ ჩვენი თანამშრომლები და უზრუნველვყოთ ჩვენი მთავარი მისიის შესრულება – გავაგრძელოთ ამ ორი ქვეყნის მოსახლეობის კვება. სხვა მიზანი არასდროს გვქონია. მე მზად ვარ გავითვალისწინო საზოგადოებრივი აზრი, რომელიც არაა თანხმობაში ჩვენ პოზიციასთან. ჩვენი გაკრიტიკება ადვილია, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ, ღია ვართ და ვმოქმედებთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
 
ჩვენი ბრენდის მიზანია: ვიყოთ სასარგებლო, სადაც არ უნდა ვიყოთ”. 

Aucen-ი  მულტინაციონალური კომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც საფრანგეთის ქალაქ ლილთან მდებარე კომუნა კრუაში მდებარეობს.  მსოფლიოს უდიდესი დამსაქმებელთა სიაში Aucen-ს 35-ე ადგილი უკავია.  მას 350 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ისინი კომპანიის აქციების 5%-ის მფლობელები არიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 მარტს ის კომპანიები გააკრიტიკა, რომლებსაც რუსეთიდან წასვლის შესახებ არ ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული და ამ კომპანიების ბოიკოტისკენ მოუწოდა.

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს მოუწოდა  უკრაინაში ომის მიუხედავად რუსეთში კვლავ მომუშავე ფრანგული სავაჭრო ქსელების, Leroy Merlin-ის, Decathlon-ის და   Auchan-ის და ამ უკანასკნელის შვილობილი ესპანური   Alcampo-ს ბოიკოტისკენ.

25 მარტს, რუსეთში დარჩენილ კომპანიებთან დაკავშირებით კითხვაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უპასუხა, რომ ფრანგულმა კომპანიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელონ თუ არა რუსეთში მუშაობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

13:42 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved