• რეკლამა
  • კონტაქტი
03:18, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბატონი ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებები მცდარია”

ალია ავტორი - ალია
03:41 05-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე გახლავთ, ბიძინა კულუმბეგოვის საპასუხო ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სათაურით – ,,ბატონი ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებები მცდარია”. ,,ალია” განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„ა.წ. 28 აპრილს TV პირველის ეთერში COVID-19-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში ექიმი ალერგოლოგის – ბატონი ბიძინა კულუმბეგოვისზოგიერთი განცხადება და შეფასება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ბატონი ბიძინა, რამდენადაც ვიცით, პერსპექტული ახალგაზრდა ექიმია და ამიტომ მას ალბათ, მეტი წინდახედულობა მართებდა.

მან განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების 95-97% მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, ისინი თავისით მორჩებიან და მათ ზედმეტი მკურნალობა არ სჭირდებათ?! და მხოლოდ დარჩენილ 3%-ს (ანუ კრიტიკულ პაციენტებს) სჭირდებათ მკურნალობა.

ბ-ნ ბიძინას რომ COVID-19-ით ავადმყოფებთან რაიმე შეხება ჰქონდესდა ამ დაავადების მიმდინარეობას იცნობდეს, ალბათ ასეთ რამეს არ იტყოდა.

ბ-ნ ბიძინას ფორმულირებაშიმთლიანად გამოტოვებულია COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები, რომლებიც არ არიან კრიტიკულად მძიმე, მაგრამ არც მსუბუქ და საშუალო კატეგორიას მიეკუთვნებიან.

მსოფლიო სტატისტიკით მძიმე პაციენტების ხვედრითი წილიCOVID-19-ით ავადმყოფების საერთო რაოდენობის

20%-ს შეადგენს, მათგან 5% კრიტიკულად მძიმეა, ხოლო დანარჩენი 15% – უბრალოდ მძიმე. საქართველოშიც დაახლოებით ასეთვეპროპორციებია.

გარდა ამისა, COVID-19-ს ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული მიდრეკილება დამძიმებისკენ და საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დაავადება იწყება მსუბუქად, ან საშუალო სიმძიმით და შემდეგ მძიმდება.

შესაბამისად, საშუალო და მძიმე (და არა მხოლოდ კრიტიკული) პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ სერიოზულ სიმპტომურ, დამხმარე და პათოგენეზურმკურნალობას, რაც მათ უტარდებათ კიდეც

და შესაძლოა ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენთან კრიტიკულად მძიმე პაციენტების რიცხვი 3-4%-ს არ აღემატება და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალია.

და კიდევ – კრიტიკულად მძიმე პაციენტების (ანუ 3%-ის) გარდა სხვებს მკურნალობა მართლა რომ არ სჭირდებოდეთ და თავისით რჩებოდნენ, მაშინ ამ პაციენტების მკურნალობას საქართველოში ერთი 30-საწოლიანი კლინიკა ეყოფოდა

და ევროპის წამყვან ქვეყნებშიც COVID-19-ით სიკვდილობა დადასტურებული შემთხვევების 10-დან 18%-მდე არ იქნებოდა.

თუ ბ-ნი ბიძინამართლა თვლის, რომ მკურნალობა COVID-19-ით ავადმყოფების მხოლოდ 3%-ს (მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს) სჭირდება, ის სერიოზულად ცდება. ხოლო თუ ასე არ თვლის, მაგრამ ასე ამბობს, მაშინ კიდევ უფრო უარესი.

მისვე თქმით, ბიძინა კულუმბეგოვის ფორმულირებაში მთლიანად გამოტოვებულია COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები, რომლებიც არ არიან კრიტიკულად მძიმე, მაგრამ არც მსუბუქ და საშუალო კატეგორიას მიეკუთვნებიან.

„მსოფლიო სტატისტიკით, მძიმე პაციენტების ხვედრითი წილი COVID-19-ით ავადმყოფების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენს, მათგან 5% კრიტიკულად მძიმეა, ხოლო დანარჩენი 15% – უბრალოდ მძიმე.

საქართველოშიც დაახლოებით ასეთივე პროპორციებია. გარდა ამისა, COVID-19-ს ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული მიდრეკილება დამძიმებისკენ და საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დაავადება იწყება მსუბუქად, ან საშუალო სიმძიმით და შემდეგ მძიმდება.

შესაბამისად, საშუალო და მძიმე (და არა მხოლოდ კრიტიკული) პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ სერიოზულ სიმპტომურ, დამხმარე და პათოგენეზურმკურნალობას, რაც მათ უტარდებათ კიდეც

და შესაძლოა, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენთან კრიტიკულად მძიმე პაციენტების რიცხვი 3-4%-ს არ აღემატება და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალია.

და კიდევ – კრიტიკულად მძიმე პაციენტების (ანუ 3%-ის) გარდა სხვებს მკურნალობა მართლა რომ არ სჭირდებოდეთ და თავისით რჩებოდნენ, მაშინ ამ პაციენტების მკურნალობას საქართველოში ერთი 30-საწოლიანი კლინიკა ეყოფოდა

და ევროპის წამყვან ქვეყნებშიც COVID-19-ით სიკვდილობა დადასტურებული შემთხვევების 10-დან 18%-მდე არ იქნებოდა.

თუ ბიძინა კულუმბეგოვი მართლა თვლის, რომ მკურნალობა COVID-19-ით ავადმყოფების მხოლოდ 3%-ს (მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს) სჭირდება, ის სერიოზულად ცდება.

ხოლო თუ ასე არ თვლის, მაგრამ ასე ამბობს, მაშინ კიდევ უფრო უარესი.

ტელეწამყვანის კითხვაზე, რომელიც პლაქვენილის ეფექტიანობას და უსაფრთხოებასეხებოდა, ბ-ნმა ბიძინამ სიტყვა-სიტყვით განაცხადა, რომ სამედიცინო პლატფორმა up-to-date-ში 2-3 დღის წინა გაჩნდა ჩანაწერი, რომ „We strongly not recommended“, ანუ „ჩვენ ძალიან მკაცრად გირჩევთ, რომ პლაქვენილი/ჰიდროქსიქლოროქინი და/ან ქლოროქინი არ გამოიყენოთ“.

სინამდვილეში „We strongly NOT recommend” არსადაა მითითებულიდა აღნიშნულ დოკუმენტში სიტყვა სიტყვით წერია „We strongly recommend that patients should be referred to a clinical trial whenever possible”, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დაბეჯითებით გირჩევთ, რომ პაციენტები (რომელთაც პლაქვენილს ვუნიშნავთ) ჩართოთ კლინიკურ კვლევებში, სადაც ეს შესაძლებელია რის შემდეგაც ისიც წერია, რომ აშშ FDA უფლებას იძლევა, რომ თუ ასეთი კლინიკური კვლევების საშუალება არ არის, ეს მედიკამენტი (პლაქვენილი) გამოყენებულ იქნას ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

ბ-ნ ბიძინასასეთი მკვეთრი პლაქვენილოფობიური შეფასება მით უფრო გასაკვირია, რომ აშშ FDA-იმ ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ჯერ კიდევ კლინიკურ კვლევებში მყოფი სხვადასხვა მედიკამენტებიდან რეკომენდაცია სწორედ ჰიდროქსიქლორიქინის (პლაქვენილის) გამოყენებას მისცა, რაც ბ-ნ ბიძინას არ შეიძლება, არ სცოდნოდა (გუშინ FDA-იმ ანალოგიური გადაწყვეტილება გამოიტანა მედიკამენტ რემდესევირის მიმართ). როგორც ის, რომ ჰიდროქსიქოლორიქინს (პლაქვენილს) აქტიურად იყენებენ აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დანიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი კლინიკები, რაც ასახულია მათ ოფიციალურ პროტოკოლებში. აგრეთვე ის, რომ აშშ, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის წამყვანი უნივერსიტეტები აწარმოებენ ქლოროქინით/ჰიდროქსიქლოროქინით COVID-19-ის პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის მასშტაბურ კლინიკურ კვლევებს.

ბ-ნი ბიძინას ტელეგამოსვლებსა და ფეისბუქ პოსტებში არის რიგი სხვა უზუსტობებიც,მაგრამ მათზე არ შევჩერდებით.”

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვითენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved