• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბატონ იაგოს ვაფრთხილებთ” – თენგიზ ცერცვაძის ღია წერილი იაგო ფრანგიშვილს

ალია ავტორი - ალია
05:01 01-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე:

“იაგო ფრანგიშვილის ზღაპრები

———————————————————

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი ბ-ნი იაგო ფრანგიშვილი სისტემატურად აქვეყნებს ფანტასმაგორიულ პოსტებს, სადაც გაუთავებლად ლაპარაკობს ქართველი ექიმების შეცდომებზე COVID ავადმყოფების მართვაში, იმაზე თუ რა უვიცები არიან ქართველი ექიმები და როგორ ცუდად მართავენ კოვიდს და როგორი კარგები არიან გერმანელი ექიმები და როგორ კარგად მართავენ თავიანთ COVID ავადმყოფებს.

ამ კომიკური პერსონაჟის პოსტებზე, ალბათ რეაგირება არ ღირს და დიდხანს არც ვრეაგირებდით, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გაუტია და დაუკრეფავში გადავიდა. ცუდი ის არის, რომ საქართველოში ვიღაცებს – საბედნიეროდ ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფს, მაგრამ მაინც მართლა სჯერათ ბ-ნი იაგოს სისულეელების, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ ბ-ნი იაგო გერმანიაში საქმიანობს. მაგალითად როგორ არაადამიანურად მოექცეოდნენ და ცუდად უმკურნალებდნენ საქართველოში ბაიერნის ფეხბურთელ იოზუა კიმიხს?! (რა შუაშია?) და როგორ ადამიანურად მოექცნენ და კარგად უმკურნალეს მას გერმანიაში. ან ის, რომ COVID -ის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალება აზითრომიცინია?! (მისი გავლენით ვიღაცები საქართველოშიც მკურნალობენ აზითრომიცინით, რაც ნონსენსია) და ა.შ. ბ-ნი იაგოს პოსტები, რომლებიც ხშირად საღ აზრს სცდება, ეთიკურ მომენტს რომ თავი დავანებოთ, სტრესავს ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ მოსახლეობას, უკარგავს ნდობას ქართველი ექიმებისადმი და ა.შ. ისეთ კომენტარებსაც კი ვხვდებით, სადაც ცალკეული ქართველი მოქალაქეები ბ-ნ იაგოს სთხოვენ ჩამოვიდეს საქართველოში?!, დაიხსნას ისინი საშინელი ქართველი ექიმებისგან?! გადაარჩინოს ისინი COVID-ისგან და ა.შ.

ვიმეორებ, ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ვიღაცებს მართლა რომ არ სჯეროდეთ.

ისე, მინდა ვკითხო ბ-ნ იაგოს – თუ ქართველი ექიმები ასეთი ცუდები არიან და მასიურად ასე ცუდად მკურნალობენ COVID პაციენტებს, ხოლო გერმანიაში პირიქით, შესანიშანვი ექიმები არიან და COVID პაციენტებს შესანიშნავად მკურნალობენ, მაშინ რატომ არის, რომ COVID პაციენტების კლინიკური მართვის მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი ინდიკატორი – ყველა დადასტურებულ ავადმყოფს შორის სიკვდილობის პროცენტი ე.წ. CFR (case fatality rate) ა.წ. 1 იანვრისთვის გერმანიაში იყო 1.58%, ხოლო საქართველოში – 1.48%. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოში ექიმები უფრო მეტი COVID ავადმყოფის გადარჩენას ახერხებდნენ, ვიდრე გერმანიაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში საქართველოზე შეუდარებლად ძლიერია, შეუდარებლად ძლიერი ჯანდაცვის სისტემით და ამასთან გერმანიაში ამ დროისთვის უკვე ფართედ იყო გავრცელებული ე.წ. ომიკრონის შტამი, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებად მძიმე დაავადებას და ნაკლებ სიკვდილობას იწვევს, ვიდრე ე.წ. დელტა შტამი, რომელიც დღემდე დომინანტურია საქართველოში.

ისე, ვინმემ თუ იცით ეს კაცი მართლა მუშაობს გერმანიაში? საქართველოში ხომ მას სოფლის საავადმყოფოს ექიმადაც კი არ აიყვანდნენ და თუ ის გერმანიაში მართლა მუშაობს, მაშინ ეს ერთგვარი კურიოზი და სერიოზული განსჯის საგანია.

ბ-ნ იაგოს კი ვაფრთხილებთ, რომ თუ ის კიდევ გააგრძელებს მსგავს ინსინუაციებს, ჩვენ ამოვკრეფთ მის მარგალიტებს, ვთარგმნით და გავუგზვანით მის ხელმძღვანელობას და/ან გავაცნობთ გერმანულ საზოგადოებას.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH

Idacirc Georgia

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS“

თეგები: თენგიზ ცერცვაძეიაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved