ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები ჰქონდა და იგი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: ajaratv.ge
კომენტარები