ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსიდან 51 წლის ქალი მე-13 სართულიდან გადმოვარდა. ცნობილია, რომ ის ადგილობრივი მცხოვრებია.
თვითმხილველების თქმით, ქალი ავტომობილს დაეცა. შემთხვევის ადგილას ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალს ცოტა ხნის წინ და გარდაეცვალა და ის სტრესის ფონზე, მაღალი სართულიდან გადმოხდა.
ცნობილი ხდება, რომ ქალი მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო – მთავარი
კომენტარები