ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა. 2 წლამდე ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა.
.ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სისცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარები