ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამივე პირი დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ, გამოცხადდა.
მოსამართლემ, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.














კომენტარები