ფოტოკოლაჟი – გამოცემა ბათუმელები
ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს , – ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარეობს მაღლივი კორპუსის მე-18-ე სართულზე.
საჯარო რეესტრის თანახმად, კერძო ბინების გარდა, ამ შენობაში არაერთი კომპანიაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიას ფართობი იჯარითაც აქვს აღებული.
პირველადი ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, თუმცა სუს-ში ზარებს არ პასუხობენ.,- წერს გამოცემა.














კომენტარები