კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.
დაჯარიმდნენ ობიექტები, რომელთაც მენიუ უცხო ენაზე ჰქონდათ შედგენილი და ენის შეცვლასთან დაკავშირებით უწყების გაფრთხილება არ გაითვალისწინებს.
სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ მარია კალუსტიანს – 600 ლარი, შპს “დარიას” – 1 088.27 ლარი, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს – 600 ლარი, ი/მ ალეკსანდრ ვასილევის – 600 ლარი, შპს “ინვესტ ინ ჯორჯიას” – 1 789.22 ლარი და შპს “ჰარვიდენტის” – 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა”, – წერია განცხადებაში.
კომენტარები