კოალიცია ცვლილებისთვის პატიმრობაში მყოფი ლიდერი ნიკა გვარამია ციხიდან გავრცელებულ წერილში, რომელიც მის Facebook-გვერდზე ვრცელდება, წერს:
“2 აგვისტოს, 19:00-ზე ვიკრიბებით ბათუმში, ცენტრალური პარკის კოლონადებთან, საიდანაც ბათუმის ევროპული მარშით უარს ვიტყვით ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი რეჟიმის სპექტაკლში მონაწილეობაზე! ბათუმიდან უნდა ვაჩვენოთ ჩვენი გაუტეხლობა, სიმამაცე და თანმიმდევრულობა მიზნისკენ მიმავალ გზაზე!
თავისუფლება მზიას, თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლოს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!ოლიგარქია უნდა დაემხოს!”
კომენტარები