• რეკლამა
  • კონტაქტი
04:13, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბათუმის ძველმა საკრებულომ სპორტსკოლის ადგილას „ორბს“ განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა

ალია ავტორი - ალია
14:01 11-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

ფოტო – ბათუმელები

გასულ კვირას, 26 ნოემბერს, ბათუმის საკრებულომ შპს „ორბი ჯგუფს“ ფიროსმანის #12- ში განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა.

ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

მედიის ცნობით, ორი საკადასტრო ერთეული ჯამში ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთს და ბათუმის სასპორტო სკოლა „ბასკოს“ შენობას მოიცავს. აქ კომპანია კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს და დადგენილი კ2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითხოვს.

მერია დაეთანხმა კომპანიის მოთხოვნას კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე. სანაცვლოდ კი მოითხოვა, რომ კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდით დამატებული ფართობის 5 პროცენტი ბინების სახით მას გადასცეს.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და მიწის ნაკვეთი მის მიმდებარედ, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი. ბიჯი 500 ათასი ლარი იყო.

იმავე სხდომაზე მოქმედმა საკრებულომ შპს „ალიანს სიტის“ გრგ-ში ცვლილება დაუმტკიცა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე [ ე.წ ლუჟკოვის სახლის ტერიტორიაზე] მშენებარე სამი თაუერის სიმაღლე გაიზრდება.

თეგები: ბათუმიბათუმის მერიაორბი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved