• რეკლამა
  • კონტაქტი
22:36, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ბათუმი, ქუთაისი, ფოთი – თეგეტას დასაქმების პროგრამა დასავლეთ საქართველოში ინაცვლებს

ალია ავტორი - ალია
17:20 09-10-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

„თეგეტა ჰოლდინგი“ შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად სამსახურის მაძიებლებს უნიკალურ შანსს სთავაზობს. ახალი საქმიანობის შესწავლას სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია, დასაქმების პერსპექტივით. „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ – გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს. აკადემიაში თვენახევრიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკანტების მომავალი რადიკალურად იცვლება – ისინი ეუფლებიან ახალ პროფესიას, გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას და საქმდებიან თეგეტა ჰოლდინგში. კომპანიას აქვს ამბიცია, ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ კამპანიას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს.

ბექა ლეკვეიშვილი ქუთაისიდან არის. უყვარს თავისი ქალაქი და არც ოჯახიდან მოშორებით ყოფნას ისურვებდა. თეგეტას  სასწავლო კურსი თბილისში გაიარა, მაგრამ ერჩივნა სამუშაო მშობლიურ ქალაქში გამოჩენილიყო.

,,ერთ რამეში გამიმართლა, რომ თეგეტაში მოვხვდი, მერე უკვე მეც ვიშრომე და ვფიქრობ ჩემი მონდომება გახდა, წარმატების მიზეზი“. იყო სირთულეებიც, განსაკუთრებით, კლიენტებთან ურთიერთობაში, როდესაც კითხვების ნაკადს, გგონია, რომ ვერ გაუმკლავდები, არადა დრო შენს წინააღმდეგ მოქმედებს და  მომხმარებელიც საათზე იყურება. აქ სცენარს  გამოცდილი თანამშრომლები უერთდებიან, რომლებიც, როგორც ბექა ამბობს, დასახმარებლად სულ მზად არიან.

,,თეგეტას დასაქმების პროგრამა ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის გუნდის წევრი და თავადაც შეიტანოს წვლილი იმ კონტრიბუციის შექმნაში, რასაც დღეს თეგეტა საქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს. ჩვენი კომპანია მზად არის, ხელი შეუწყოს დაინტერესებულ ახალგაზრდებს განვითარებაში და ეს პრაქტიკა თეგეტაში დიდი ხნის წინ დაინერგა. კარიერის საწყის საფეხურზე ამ ვაკანსიებზე დასაქმებული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დღესაც განაგრძობს წინსვლას კომპანიაში, – ნათიკა ბერძული, თეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

თორნიკე ზირაქიძე ავტომობილების განსაკუთრებულმა ინტერესმა თეგეტამდე მიიყვანა. სტაჟირებაზე მყოფმა აკადემიაში მოკლე კურსი გაიარა და მალევე კონსულტანტად დაინიშნა.

 „უკვე ოთხი წელია, თეგეტას თანამშრომელი ვარ. აქ მოხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი საქმიანობა ის არის, რაც ყოველთვის მიზიდავდა და მაინტერესებდა. ბედნიერებაა, როცა საყვარელ საქმეს სიამოვნებით აკეთებ და ამაში ხელფასს იღებ. ახლა „თრაქ ენდ ბასში“ გაყიდვების კონსულტანტი ვარ, არაერთი მიმართულება მეხება. ჩემი მიზანი კარიერული წინსვლაა, ამაში თეგეტა ხელს ყოველთვის გვიწყობს.“

თეგეტა მოტორსი განაგრძობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას და ავტოინდუსტრიაში სამუშაოს დაწყების მსურველებს კვლავ ეძებს.

,,თუ გსურთ თქვენი კარიერა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და წრამატებულ კომპანიას დაუკავშიროთ, მაშინ ეს შემოთავაზება თქვენთვის არის. ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მცხოვრებლებს ველოდებით ბათუმის თეგეტა აკადემიაში. მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათ მიიღონ პროფესიული განათლება, გაიარონ სტაჟირება და დაიწყონ კარიერა თეგეტაში”, – ამბობს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლიკა ბერუაშვილი

აქვს თუ არა წარმატებას ფორმულა,  ჩვენი ვკითხეთ ჩვენი სტატიის გმირებს, ბექას და თორნიკეს – აღმოჩნდა რომ არც კარიერის დასაწყისში სტარტის ხაზთან ხვდები შემთხვევით და ფინიშამდე მისასვლელ გზასაც თავად ირჩევ. მთავარია ხელისგულზე მოქცეული შანსი არ გაუშვა ხელიდან.

თეგეტა მოტორსის კამპანია ,,დაიწყე კარიერა თეგეტაში“ ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს დაფარავს. მსურველები ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში გარანტირებულად საქმდებიან.

სასწავლო კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი 20 სექტემბერია. სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved