• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბათუმელი მედროშე შიმშილობის შეწყვეტასა და გამოკვლევების ჩატარებაზე უარს ამბობს

ალია ავტორი - ალია
18:07 02-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს, შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. ქათამაძე პროტესტის ნიშნად ასევე უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე დროებითი მოთავსების ცენტრშიც.

ინფორმაციას ამის შესახებ და თემურ ქათამაძის წერილს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

წერილში მედროშე წერს: “ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მზია ამაღლობელის შემდეგ შიმშილობის დროშა ახლა მე, “ბათუმელმა მედროშემ” ავიღე ხელში და შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე.”

თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. 16 იანვრიდან, ის იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.
‼ შიმშილობის ამ ვადის მიუხედავად, ის მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თემურ ქათამაძე მიიჩნევდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იგი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, ამ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა და იმავე დღეს დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში. პროტესტის ნიშნად, 15 თებერვლიდან, შიმშილობის პარალელურად, თემური უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე დროებითი მოთავსების ცენტრშიც.
ამ დროისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოში დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან მისთვის განხორციელებულ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. თემურ ქათამაძე განაგრძობს ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად”-წერს საია. 

შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. ოლიგარქის პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved