• რეკლამა
  • კონტაქტი
23:52, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბარტერი – ივანიშვილი – რაში უნდა გავუცვალოთ ევროპარლამენტარებს ივანიშვილი? – რა განცხადებას ავრცელებს “ხალხის ძალა”

ალია ავტორი - ალია
17:10 05-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

“ხალხის ძალა” ახალ ეპისტოლეს აქვეყნებს პირდაპირ წერენ:

 

„გვინდა გამოვხატოთ აღშფოთება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფს ქრისტიანების რელიგიურ გრძნობებს და არის იმ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გაგრძელება, რომელიც პრინციპულად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, საქართველოს ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა. 

ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების ერთგული და მიგვაჩნია, რომ მყარად უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალების მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო. რაც შეეხება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენას, ის პროპაგანდაზე ბევრად მეტია და თავად უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. ადამიანების რელიგიური გრძნობების მიმართ სრული შეუწყნარებლობა არის იმის მკაფიო დადასტურება, რომ ფსევდოლიბერალები თანამედროვე პოლიტიკაში ყველაზე არალიბერალურ და არატოლერანტულ პოლიტიკურ მიმდინარეობას წარმოადგენენ. ადამიანების რელიგიური გრძნობების ხელყოფის ესოდენ უხეში გამოვლინება ბოლოს ბოლშევიკებისგან გამოვცადეთ. აღმაშფოთებელია, რომ რასაც სჩადიოდნენ ბოლშევიკები 100 წლის წინ, იმის კიდევ უფრო უხეში რეკონსტრუქცია დღეს ევროპარლამენტის კედლებში ვიხილეთ.

ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული ცივილიზაციური არჩევანია, რაც ისტორიული ფაქტია. თუმცა, გვინდა შეგახსენოთ, რომ ამ ცივილიზაციური არჩევანის მთავარი საფუძველი ქრისტიანობა იყო. საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, რადგან მასში საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენის – ქრისტიანული რწმენისა და კულტურის დაცვის შესაძლებლობას ხედავდა. დღეს, როდესაც ევროპარლამენტში ცდილობენ, ევროპა და ანტიქრისტიანული პროპაგანდა ერთმანეთთან გააიგივონ, ეს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს პირდაპირ უპირისპირდება, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. 

ყველას გვახსოვს გზავნილი – ტრადიციებით ევროპაში, რომელსაც ფსევდოლიბერალებიც კი ახმოვანებდნენ. თუმცა, არსებული ტენდენციები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ევროპაში არა ტრადიციებით, არამედ მხოლოდ ტრადიციებისა და ტრადიციული ღირებულებების დაგმობით შეიძლება მიგვიღონ.

აქვე გავიხსენებთ, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ქედმაღლურად გამოგვიცხადა, კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოგცემთო. ეს განცხადება განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს იმ ფონზე, რომ ევროპარლამენტარებმა თავიანთი რეზოლუციებით ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შეფარდება და ორი კრიმინალის – სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ კანდიდატის სტატუსის საპირწონე პირობა ვერც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა იქნება, ვერც კანონის უზენაესობის დათმობა და ვერც კრიმინალებისთვის ხელისუფლების იძულებით გადაბარება.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიც ზედმიწევნით სრულდება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები და ეს პირობები სწორედ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ფასეულობებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა დავუკავშიროთ.
შესაბამისად, საზოგადოებასთან ერთად უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმის დასაზუსტებლად, თუ რა პირობების დაცვას ვითხოვთ ევროკავშირისგან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თუ ამ პირობებს არ დავაყენებთ, ვერც სუვერენიტეტს დავიცავთ, ვერც ტრადიციულ ფასეულობებს და ვერც მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიხალხის ძალა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved