• რეკლამა
  • კონტაქტი
14:24, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბარგს რომ ალაგებდა, თან ბრუნდებოდა და თან მირტყამდა – ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოზე ვიდეო წარადგინა ( ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
14:19 09-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა, სადაც ვიდეოჩანაწერი აჩვენეს. დოროყაშვილის თქმით, ჩანაწერი 2018 წელს, აშშ-ში ყოფნისასაა გაკეთებული. მისივე თქმით, სასტუმროს ნომერში ბასილაშვილმა მას ჩანთა ჩაარტყა, რომელშიც ჩოგნები იდო. – ბარგს რომ ალაგებდა, თან ბრუნდებოდა და თან მირტყამდა …

ვიდეოჩანაწერის ახსნისას, დოროყაშვილი განმარტავს, რომ  ძალადობა დიდხანს გრძელდება და ჩანთის ჩარტყმის შემდეგ, ბასილაშვილმა მას ხელიც დაარტყა

“გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ. როდესაც თვითონ ამ ჩანთის აღება უჭირს, თან მეუბნება “შე ნაბიჭვაროო”, შემდეგ მირტყამს და სხეულით მეცემა“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი.

ვიდეოჩანაწერში ისმის მისი ხმაც – „გამაგებინე, რატომ, რის გამო მირტყამ. გაეთრიე თუ არ გინდა, მომშორდი საერთოდ, რაში მჭირდები. გული გამისკდა ნერვიულობით, საერთოდ რა ღირსი ხარ ცრემლებს ვღვრიდე“

ფიზიკურის შემდეგ, ბასილაშვილი ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადადიოდა. დოროყაშვილის აზრით, ბასილაშვილი ასე იმ მიზნით იქცეოდა, რომ  თავი მომეკლა – თქვა დოროყასილმა სასამართლოზე.

“ძალადობების შემდეგ ნიკოლოზი შედიოდა საპირფარეშოში და რთავდა მაღალ ხმაზე მუსიკას, განსაკუთრებით მაშინ თუ შემამჩნევდა, რომ ვტიროდი და ვიყავი ძალიან ცუდად. მაჩვენებდა, რომ მას კი არ ვეცოდებოდი, არამედ ფიზიკური ძალადობის შემდეგ გადადიოდა ფსიქიკურ ძალადობაზეც, ბოლო პერიოდში მქონდა განცდა, ამას ხომ არ აკეთებდა იმიტომ, რომ ჩემით მომეკლა თავი.” თქვა მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე. 

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თეგები: ვიდეომტკიცებულებანეკა დოროყაშვილინიკოლოზ ბასილაშვილისასამართლო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved