ბარათაშვილზე მდებარე ქორწინების სახლს ნაწილობრივ ანგრევენ. თბილისის განვითარების ფონდი შენობის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
კომპანია “აბსოლუტ პლუსის” წარმომადგენელი, რომლებიც შენობის რეაბილიტაციას ახორციელებენ, ამბობენ, რომ სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს, ამაგრებან საძირკველს და დაბზარუ კედლების აღდგენას გეგმავენ. ირკვევა, რომ სამუშაოები 2027 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.
სამუშაოების დაწყებას წინ უძღოდა თბილისის მერის განცხადება. კახა კალაძის თქმით, შენობას ავარიულობის III კატეგორია აქვს მინიჭებული და მისი რეაბილიტაცია აუცილებელია.
მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოების ფარგლებში შენობის ნაწილი დაიშლება, თუმცა ქორწინების სახლის ექსტერიერი უცვლელი სახით შენარჩუნდება. უწყების განცხადებით, რეაბილიტაციის შედეგად შენობის ისტორიული იერსახე და ქალაქისთვის დამახასიათებელი უნიკალური ურბანული გარემო არ შეიცვლება.











კომენტარები