• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბანკებისთვის გაფიცვის მოწოდება ყოველგვარ ზღვარს სცილდება!”- სურგულაძე ქადაგიძეს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
16:02 12-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,080

გამოუსწორებელი და დამღუპველი შედეგების მქონე, ასე აფასებს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მოწოდებას საბანკო სექტორის გაფიცვის შესახებ, ფინანსისტი ლევან სურგულაძე და წერს:

“მეგობრებო, ყველაფერი გამიგია და წარმომედგინა, მაგრამ კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის(!) მიერ გაფიცვის მოწოდება – ყოველგვარ ზღვარს სცილდება!

არ შემეძლო არ მეპასუხა, რამე თუ საზოგადოებისთვის, ყველაფრის მიუხედავად, ასეთ ქმედებას, თუნდაც მხოლოდ მოწოდებას ექნება გამოუსწორებელი, დამღუპველი შედეგები – ყველა ჩვენგანისთვის.ასეთი რამ, ისევე როგორც საავადმყოფოების, სახანძრო, სამაშველო სამსახურების გაფიცვის მოწოდება, არასდროს, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა და თავშიც არავის მოსვლია და იწვევს ძალიან სერიოზულ კითხვებს და მინიშნებებს:

1) განსაკუთრებული პოლიტიკური მოტივაცია, მათ შორის პირადი მოტივაცია, რომელიც, მის შემთხვევაში, აღმოჩნდა უპირატესი ქვეყნის და ხალხის საერთო ინტერესებთან და სტაბილურობასთან შედარებით! ეს არის ქვეყნის გაწირვისკენ მოწოდება, შეგნებულად! ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, არა აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა, ზუსტად ესმის ამას რაც მოყვება!

2) ეკონომიკური და ეთიკური გადმოსახედიდან, როგორც მინიმუმ, ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობა, რომელიც გაანულებს წლების განმავლობაში მრავალი ადამიანის ძალისხმევას შეექმნა ძლიერი და სტაბილური ფინანსური სისტემა, რაც გვაქვს.

3) ასეთი მოწოდებები, რომლის მატერიალიზების შემთხვევაში ჩამოიშლება ფინანსური სისტემა და ეკონომიკა – არის (არა)ჩვეულებრივი მავნებლობა! თუნდაც მხოლოდ მოწოდება ბანკების გაფიცვისკენ უკვე ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენი საფინანსო სისტემის მიმართ ნდობას და მის მდგრადობას.

4) ეჭვი არ მეპარება, ჩვენი ბანკები იმართებიან ძალიან მაღალკვალიფიციური და მაღალი ეთიკის მატარებელი ხელმძღვანელების მიერ და მათ ეს „მოწოდებები“ სასაცილოდ არ ყოფნით (ნუ, სატირალი კი არის ნამდვილად).პოტენციური შედეგები რაც მოყვება ბატონი ქადაგიძის მოწოდებას – ღმერთმა დაგვიფაროს, თუ ვინმე აყვება:

1.ეკონომიკის მოშლა:

— სახსრებზე ხელმისაწვდომობა: ფიზიკურ პირებს და ბიზნესებს აღარ ექნებათ თავის თანხებზე წვდომა, ვერ შეძლებენ გადასახადების გადახდას ან გადახდების მიღებას, რაც გამოიწვევს ლიკვიდობის კრიზისს.

— გადახდის სისტემები შეჩერდება: ელექტრონული ტრანზაქციები, ბანკომატის სერვისები და ონლაინ ბანკინგი არ იმუშავებს – პრაქტიკულად შეჩერდება ფინანსური საქმიანობა.

–ბიზნეს ოპერაციები: კომპანიები ვეღარ შეძლებენ თანამშრომლების ან მომწოდებლების ანაზღაურებას, რაც პრაქტიკულად გამოიწვევს საოპერაციო „ლოკდაუნს“.

–მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები: საბანკო გადახდების შეუძლებლობა დაარღვევს მიწოდების ჯაჭვებს, რაც გავლენას მოახდენს საქონლისა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე.

–ინფლაცია და ვალუტის დევალვაცია: ეკონომიკური გაურკვევლობა გამოიწვევს ინფლაციას ან/და ლარის გაუფასურებას, რაც გაზრდის იმპორტის ღირებულებას და, ზოგადად, საცხოვრებელ ხარჯებს.

–ფინანსური გაჭირვება გააძლიერებს საზოგადოების უკმაყოფილებას;

სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეექმნება დამატებითი სირთულეები.

2. საზოგადოების პანიკა და ნდობის დაკარგვა:

–ბანკის ხელახლა გახსნა: ფინანსური არასტაბილურობის შიში გამოიწვევს პანიკას ბანკების ხელახლა გახსნის შემდეგ, ხალხი მიაწყდება ბანკებს თანხების გამოსატანად, ხოლო ბანკები ერთიანად დეპოზიტების სრულად დაბრუნებას ვერანაირად ვერ შეძლებენ.

–ნდობის ეროზია: საბანკო საქმიანობის შეფერხება (გაფიცვა) გაანულებს საზოგადოების ნდობას ფინანსური ინსტიტუტების მიმართ.–ბანკები ვალდებულნი არიან მიაწოდონ მომხმარებლებს თავიანთი მომსახურება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაფიცვა ამ ყველაზე მთავარი ვალდებულების დარღვევა იქნება.

3. იმპერატიული ჩარევა

–მონეტარული პოლიტიკა: მონეტარული პოლიტიკის განხორციელება ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, როგორიცაა საბანკო ანგარიშების გაყინვა (!) ან/და თანხის განაღდების შეზღუდვა (!)

4. საერთაშორისო შედეგები:

–დაიკარგება ინვესტორების ნდობა, საერთაშორისო ინვესტორები გაიტანენ კაპიტალს, რაც ძალიან დააზიანებს ქვეყნის ეკონომიკას და საკრედიტო რეიტინგს.დასკვნასაქართველოში ბანკები ასრულებენ კრიტიკულ როლს ეკონომიკაში ტრანზაქციების განხორციელების, დაკრედიტების და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების გზით.ფინანსური დაუცველობა გამოიწვევს შიშს, პანიკას და არეულობას.თანამედროვე ეკონომიკა ეყრდნობა საბანკო ინფრასტრუქტურას როგორც პირადი, ასევე კომერციული საქმიანობისთვის.საბანკო ოპერაციების გათიშვა მძიმე და გრძელვადიანი შედეგების მომტანი იქნება ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. ეს გამოიწვევს კრიზისს, რომლის აღმოფხვრასაც დასჭირდება მრავალი წელი”

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საბანკო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ გუშინ მოუწოდა.

„საბანკო სექტორში მომუშავე კოლეგებო!!! დღეს თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ქვეყნის ბედი:

#გაიფიცეთ – ეს თქვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

#გაიფიცეთ – ამით ეხმარებით აქციებზე უკანონოდ დაკავებულებს, ნაცემებს, გაგუდულებს.

#გაიფიცეთ – გადაარჩინეთ ქვეყანა იზოლაციისგან, რომელიც გააკოტრებს და ჩამოშლის საბანკო სისტემას“, – დაწერა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved