• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბანკების, კაზინოების, ჰესების, უცხოელი ტურისტების დემონიზება მხოლოდ მეტ გაჭირვებას და სიღატაკეს მოიტანს – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:06 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ბანკების, კაზინოების, ჰესების, უცხოელი ტურისტების დემონიზება მხოლოდ მეტ გაჭირვებას და სიღატაკეს მოიტანს – ასე გამოეხმაურა ჟურნალი „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “აზარტულ თამაშებთან” დაკავშირებით კანონის მიღებას.

“ბოროტად სარგებლობა ყველა ბიზნესით შეიძლება. რაც შეეხება ლუდომანიას, ეგ გაჭირვების სენია.
გაჭირვებას ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე დარტყმით ჩვენნაირი ქვეყანა ვერ დამარცხებს. ბანკების, კაზინოების, ჰესების, უცხოელი ტურისტების დემონიზება მხოლოდ მეტ გაჭირვებას და სიღატაკეს მოიტანს.ბათუმში შევხვდი ჩვენს მხარდამჭერ ქალს, რომელმაც ბევრი იბრძოლა და  დღესაც იბრძვის, რომ მისი ოჯახი გადაარჩინოს – ამ ეტაპზე წარმატებულია. ვესაუბრე, და მისი პრობლემაა რომ უსაბუთოდაც უშვებენ და გაშავებულიც შედის. არსებული რეგულაცია არ სრულდება. იმაზეც ვისაუბრეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ინდივიდუალურად, რომ კაზინოებს უსაბუთოდ შეშვება შეეშინდეთ.მაგრამ იმაში დამეთანხმა, რომ თუ შეწყვეტის ნება არ აქვს ადამიანს, თამაშს ყოველთვის მოახერხებს. ჩვენი მავნე ჩვევების მთავარი წყარო ჩვენი სიღარიბეა, სიღარიბის დამარცხებას დრო სჭირდება, სწორი პოლიტიკით, ნაკლები, მაგრამ მაინც დიდი დრო. მოკლე გზა არ არსებობს. 
ბიზნესების დემონიზება და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა გზას მხოლოდ აგრძელებს.
p.s. ილიას კარგი ციტატაა ამაზე, ევროპულ საქართველოს ჰქონდა თავის საარჩევნო ლიფლეტზე.“პროგრესი სიმდიდრემ დაბადა და პროგრესმა ხომ წინ წამოაყენა იდეა სათნოებისა, ძმობისა, ერთობისა, ერთხმობისა და სიყვარულისა, რაიც არ ძალუძს სიღარიბეს. სიღარიბე განხორციელებული უძლურებაა, გოდებაა, მომასწავებელი ყოველ გვარის უბედურებისა: მონებისა, გინა ავაზაკობისა და სხვა გვარის ბეჩაობისა. ღარიბი ქონებით ერი, უნდა ვიცოდეთ დაჭეშმარიტებით, რომ ყველაფრით ღარიბია და ამიტომ არც არის რაშიმე საიმედო და ხელსაყრელი.” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved