• რეკლამა
  • კონტაქტი
23:00, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” – მარტვილში აქცია დაანონსდა

ალია ავტორი - ალია
15:39 06-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” ხვალ, 29 ივნისს, 16:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქციას გამართავს. 

ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, “გაუქმდეს უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად და შესაძლო კორუფციული სქემით გაცემული ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება და სამშენებლო ნებართვა”, გათავისუფლდეს ინდიკო ბჟალავა, რომელიც მოძრაობის მხარდამჭერია.

“თავიდან ჩვენი სოფლის, ბალდის გულის – ხელშეუხებელი კანიონის მალულად გაყიდვას ვეწინააღმდეგებოდით. დღეს გვიწევს ბრძოლა თანამებრძოლთა სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის. განვლილი გზა გრძელია:

ჩვენ ჩამოგვართვეს უფლება, მონაწილეობა მიგვეღო ჩვენივე სოფლის ბედის გადაწყვეტაში. ბალდის კანიონის ჩვენგან მალულად, 40 წლით გასხვისების გამო სასამართლოს მივმართეთ. ერთი წლის განმავლობაში განხილვა არ ჩანიშნულა. თითქოს სასამართლო ჩვენთვის არც არსებობს.

მოგვიწია, ჩვენვე გამოგვეძიებინა ყველა უკანონობა და როცა პოლიციას მათზე რეაგირება ვთხოვეთ, პასუხად მივიღეთ კანონზე მაღლა დაყენებული ინვესტორის ინტერესები. თითქოს პოლიცია ჩვენთვის არც არსებობს.

ვითმენთ ინვესტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ხან სოფლის გზას პოლიციის თვალწინ კეტავენ, ხან ჩვენს ოჯახებს საჯაროდ აგინებენ, ხან ლამის სუნთქვის გამოც კი გვიჩივიან და ხან ჩვენი სოფლის ბავშვებს თვალების ამოჩიჩქვნით ემუქრებიან.

ჩვენმა მოძრაობამ და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა, აღმოვაჩინეთ კორუფციული სქემა, რომელიც ბალდის და სხვა ბუნების ძეგლების მიტაცებას ეხება და იმდენად ცხადია, გამოსაძიებელიც კი არაფერი დარჩა. თუმცა ყველა უწყება დუმს.

მიუხედავად ამდენი თმენისა და მშვიდობიანი პროტესტისგან არცერთი გადაცდენისა, ბოლოს ინვესტორი კომპანიისგან მივიღეთ საპროტესტო კარავზე შეიარაღებული თავდასხმა, ერთი თანამებრძოლის დაჩეხვა და მეორე უდანაშაულო თანამებრძოლის – დაკავება.

მომხდარ უკანონობასა და ძალადობაზე მთავარმა პასუხისმგებელმა, გარემოს დაცვის სამინისტრომ, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ ხალხს “დესტრუქციული ძალა” გვიწოდა და უარი გვითხრა საჯარო შეხვედრაზე.

29 ივნისს, მარტვილის მერიასთან, 16:00 საათზე, ბალდა და მისი მხარდამჭერები ხმამაღლა ვიტყვით სათქმელს:

გაუქმდეს უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად და შესაძლო კორუფციული სქემით გაცემული ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება და სამშენებლო ნებართვა.
გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ინდიკო ბჟალავა!” – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved