• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბალდის კანიონის მცველი“ ინდიკო ბჟალავა სასამართლომ გაამართლა

ალია ავტორი - ალია
16:24 12-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

დღეს, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ნუცუბიძემ, ინდიკო ბჟალავა გაამართლა და მისთვის წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს, რომელიც ბჟალავას იტერესებს იცავდა.

ინდიკო ბჟალავა 2024 წლის 12 ივნისს დააკავეს. მას პოლიცია ბალდის კანიონის ინვესტორ კომპანიასთან დაკავშირებული პირის მეუღლის მიმართ მუქარას ედავებოდა. დაკავების შემდეგ ინდიკო ბჟალავას სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რამდენიმე თვეში მას პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც ინდიკო ბჟალავას ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ საქმეში არსებული გარემოებებით და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ ინდიკო ბჟალავას ხსენებული დანაშაული არ ჩაუდენია.

საქმის არსებითი განხილვისას შემთხვევის თვითმხილველმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ინდიკო ბჟალავა არავის დამუქრებია.

პირი, რომელიც ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებდა, იმ ბრალდებულის მეუღლეა, რომელიც 2024 წლის, 11 ივნისს, ძმასთან ერთად, თავს დაესხა ბალდის კანიონის მცველებს და მინდია ბჟალავას დანით 7 ჭრილობა მიაყენა, რის გამოც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved