CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „საიდუმლოდ“ დაამტკიცა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა.
მათივე ცნობით, აშშ გეგმავს, მიაწოდოს უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე სამედიცინო აღჭურვილობა და რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებები. სულ საუბარია 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებაზე.
შეგახსენებთ, ბაიდენმა დეკემბრის ბოლოს ხელი მოაწერა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გადაცემას ისედაც ითვალისწინებს.
კომენტარები